"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 100211, 10/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 300320000.36.101.016028
  • Word
1-10
28/01/2011
ვებგვერდი, 100211, 10/02/2011
300320000.36.101.016028
"რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-10

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

,, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , . თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა : ,,რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11 .

1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ( მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) დედაქალაქში რეგისტრირებულ ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს;

ბ) დედაქალაქში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

გ) დედაქალაქში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის , სამოქალაქო მფრინავებს;

დ) დედაქალაქში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ე) დედაქალაქში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;

ვ) დედაქალაქში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის , ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;

ზ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებს.

2. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ( მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ლიცენზირებული და აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;

ბ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების ყველა თანამშრომელს:

ბ.ა) ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;

ბ.ბ) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.დ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები;

ბ.ე) ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლები, ქართული ფოლკლორის სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი;

ბ.ვ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები: ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი;

ბ.ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპეციალიზებული დაწესებულებები (სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, დღის ცენტრები და სათემო ორგანიზაციები);

გ) თვითმმართველი ქალაქის რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქ. თბილისში;

დ) დედაქალაქში რეგისტრირებულ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს;

ე) დედაქალაქში რეგისტრირებულ სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;

ვ) საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს.

 3. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ( მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3  კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში” რეგისტრირებულ 70000-ზე დაბალი ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.”.

მუხლი 2.

1. გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი