„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016121
  • Word
39
31/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
040030000.22.033.016121
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №39

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, 33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განვითარებას..

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ე) საფინანსო აკადემია;.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე მუხლი:

23. საფინანსო აკადემიის უფლებამოსილებები

1. საფინანსო აკადემია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებიდან და არსებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სწავლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, სწავლების მეთოდოლოგიის  და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავებას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებას და დამტკიცებას;

ბ) მონაწილეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელებაში, ხოლო დაინტერესებულ პირთა მოთხოვნით – შესაბამის ორგანიზაციებში/დაწესებულებებში ტრეინინგის საჭიროებათა ანალიზს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის, სტაჟიორებისათვის,  ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო პროცესების კოორდინაციას, ორგანიზებას, მართვას;

დ) ტრეინინგის ექსპერტებისა და ტრეინერ-ინსტრუქტორების  მომზადებას და გადამზადებას;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საჭიროებებიდან გამომდინარე, ასევე დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებას და გამოცემას;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა/სტაჟირების კანდიდატთა, სხვა დაინტერესებულ პირთა სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამოცდების, გასაუბრებების (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტაჟიორთა/სტაჟირების კანდიდატთა გასაუბრებისა), ტესტირებების ჩატარების ორგანიზებას და განხორციელებას;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტების, დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო დახმარების პროგრამების ტრეინინგ-კომპონენტების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლებების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო ხასიათის პროექტების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებების კოორდინაციას და მართვას სამინისტროს სისტემის ორგანოებში;

თ) საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას;

ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საცეცხლე მომზადების ორგანიზების უზრუნველყოფას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საფინანსო აკადემია უფლებამოსილია გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება სხვადასხვა ორგანოებთან/დაწესებულებებთან.

3. სამსახურის სტაჟიორებთან/სტაჟირების კანდიდატებთან მიმართებით საფინანსო აკადემია ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით..

მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 31 იანვრიდან.

. ბაინდურაშვილი