"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 120010000.08.002.016146
  • Word
46
28/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
120010000.08.002.016146
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №46

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;“;

ა.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ბ.ა) ,,ე” ქვეპუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:“;

ბ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.ვ“ და ,,ე.ზ“ ქვეპუნქტები:

,,ე.ვ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;

ე.ზ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვის საკონტრაქტო პირობების შესრულების მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში;“;

გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი