„სახელმწიფო სამეციერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„სახელმწიფო სამეციერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016209
  • Word
46
26/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
440050000.10.003.016209
„სახელმწიფო სამეციერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 46

2011 წლის 26 იანვარი

. თბილისი

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის 81 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის 81 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, 56, მუხლი 681) დამტკიცებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება..

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:

„3. წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, საკუთარ ბაზაზე საგრანტო პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების უზრუნველსაყოფად ერთობლივად გამოიყენონ საგრანტო დაფინანსების არა უმეტეს 10%, რომლითაც დაფინანსდება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის სხვა მუხლებით გაუთვალისწინებელი ხარჯები (ზედნადები ხარჯები).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზედნადები ხარჯები მოიცავს კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგების, მუნიციპალური დასუფთავების, საბანკო მომსახურების, ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს.

5. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.“.

3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების კონტროლს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 13 პუნქტები:

„11. ფინანსური კონტროლი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.

12. პროგრამული კონტროლი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.

13. ფონდის მიერ კონტროლის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;

გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა ტოლია ან აღემატება სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს;

დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.“.

5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით ფონდი უფლებამოსილია, შესაბამისი დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს დასრულებული პროექტები. ფონდი არ არის უფლებამოსილი, თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.

8. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“.

6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

4. 2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადგილზე მონიტორინგს ფონდი განახორციელებს მხოლოდ დასრულებულ საგრანტო პროექტებზე მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

5. ფონდმა უზრუნველყოს 2008 და 2009 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო ხელშეკრულებებზე თანდართულ გრანტის ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, რომელიც გაითვალისწინებს ხარჯთაღრიცხვაში ჩაშლილი ხარჯვითი კატეგორიების გამსხვილებას ძირითად ხარჯვით კატეგორიებამდე ერთეულის რაოდენობისა და ფასის მითითების გარეშე, ხოლო მივლინების მუხლში – სახელწოდების, ერთეულის და ფასის გარეშე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური