დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 010211, 01/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.038.016025 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2011 - 14/06/2011)
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №15
2011 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე
„ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული სახით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 აპრილის №59 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
დანართი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგო |
| მინისტრი | 3 540 |
| პირველი მოადგილე | 2 950 |
| მოადგილე | 2 720 |
| ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი | 2 130 |
| გენერალური ინსპექციის უფროსი | 2 130 |
| დეპარტამენტის უფროსი | 2 130 |
| გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე | 2 070 |
| დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | 2 070 |
| სამმართველოს უფროსი | 1 660 |
| მინისტრის მრჩეველი | 950 |
| მინისტრის თანაშემწე | 950 |
| მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 950 |
| მინისტრის მოადგილის თანაშემწე | 950 |
| მრჩეველი | 950 |
| მთავარი სპეციალისტი | 800 |
| სპეციალისტი | 710 |
| გამომძიებელი | 770 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები