დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოსა კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26(33), 05/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.140.010.05.001.000.628 |
საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-10 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ღირებულების გათვლისას საბაჟო ორგანო ხელმძღვანელობს საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციით.“;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვის „საკომისიო„ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(გარდა საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების საზღაურისა)“;
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების საბაჟო რეჟიმით გატანილი საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას მათ საბაჟო ღირებულებას აკლდება გადასამუშავებლად გატანილი და დეკლარირებული საქონლის ღირებულება.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ ვერ ხერხდება იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების დროული განსაზღვრა, იმპორტიორს უნდა მიეცეს საქონლის საბაჟოდან გატანის საშუალება, თუ იგი წარადგენს საქონლის მაქსიმალური საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ოდენობის ფულად დეპოზიტს“.
2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „1999 წლის 1 ივლისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2000 წლის 1 იანვრამდე“.
II. ამ კანონის I მუხლის:
1. პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 1999 წლის 1 აგვისტოდან;
ბ) ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
გ) ,,დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე და გავრცელდეს 1999 წლის
1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2205–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები