დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 020211, 02/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.143.016036 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2011 წლის 28 იანვარი
ქ. ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ვ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი ან დელეგირების საფუძველზე უფლებამოსილებას ანიჭებს მოადგილეს.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „1. გამგებელს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „2. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა და ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის გავითარების სამსახური;
დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ე) სახანძრო სამსახური;
ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ) ზედამხედველობის სამსახური.“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს წინადადება: „შესყიდვების განხორციელება და ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღებაზე ზედამხედველობა.“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული იქნეს წინადადება „მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობს უზრუნველყოფა.“;
თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს მე-9 პუნქტად.;
ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მითითებული კანონის შესაბამისად;
კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგებლის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“;
ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამგებლის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციით.“
მ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გამგებლის ბრძანებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აქტების, აგრეთვე ოფიციალური წერილების ბლანკის ფორმები (მათ აღწერილობასთან ერთად) მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“ .
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები