„საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016117
  • Word
33
28/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
200250000.22.033.016117
„საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №33

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის 145 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის 145 ბრძანებაში (სსმ III, 05.03.2010, 24, მუხ. 326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:;

გ) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი;.

2. ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად შეღავათებით სარგებლობისათვის არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო გაანგარიშების მიწოდების შემთხვევების განსაზღვრის და შეღავათების მინიჭების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი;

ბ) მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;;

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.   ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ფორმის ორიგინალს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უბრუნებს გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის საფუძველზე.;

დ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. თუ ფორმა 1-ის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემდგომ, მომდევნო საგადასახადო წლის განმავლობაში შემოსავლის მიმღებმა არარეზიდენტმა კვლავ მიიღო შემოსავალი საქართველოს რეზიდენტისაგან, ეს უკანასკნელი ვალდებულია ყოველ იმ საგადასახადო წელს, როდესაც არარეზიდენტმა მიიღო შემოსავალი, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.;

ე) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

9. საგადასახადო ორგანოში ფორმა 1-ის წარდგენის შემთხვევაში, ფორმა 2-ის წარდგენა სავალდებულო არ არის.;

ვ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. თუ ფორმა 2-ის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემდგომ, მომდევნო საგადასახადო წლის განმავლობაში შემოსავლის მიმღებმა არარეზიდენტმა კვლავ მიიღო შემოსავალი საქართველოს რეზიდენტისაგან, ეს უკანასკნელი ვალდებულია ყოველ იმ საგადასახადო წელს, როდესაც არარეზიდენტმა მიიღო შემოსავალი, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე..

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კ. ბაინდურაშვილი