ერთობლივი კომუნიკე - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკას შორის

  • Word
ერთობლივი კომუნიკე - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკას შორის
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 020211, 02/02/2011
ძალაში შესვლის თარიღი 23/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016023
  • Word
0
23/06/2010
ვებგვერდი, 020211, 02/02/2011
480610000.03.030.016023
ერთობლივი კომუნიკე - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ერთობლივი კომუნიკე

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ

საქართველოსა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკას შორის

 

საქართველოს მთავრობა და ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის მთავრობა;

 

განზრახული აქვთ რა განავითარონ თავიანთ ორ ხალხს შორის ურთიერთგაგება, მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში, გაერთიანებული ერების წესდების, საერთაშორისო სამართლის, 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის და 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად;

გამოხატავენ თავიანთ ორმხრივ რწმენას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ისევე როგორც მშვიდობიან თანაარსებობას, განსაკუთრებით ეროვნული სუვერენიტეტის ორმხრივ პატივისცემას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობასა და სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას;

იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარების შესახებ წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმწერის დღიდან.

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, მათმა უდიდებულესობებმა, ორივე ქვეყნის ელჩებმა და გაეროში მუდმივმა წარმომადგენლებმა, სათნადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ერთობლივ კომუნიკეს ორ მსგავს დედანს ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2010 წლის 23 ივნისს

 

საქართველოს მთავრობის სახელით

___________________

მისი აღმატებულება

ბატონი ალექსანდრე ლომაია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში

ეკვატორულ გვინეის მთავრობის სახელით

_________________________

მისი აღმატებულება  ბატონი

ანატოლიო ნდონგ მბა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის  მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში