დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/08/1971 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, -, 27/11/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 09/11/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 480270000.02.001.000401 |
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული
ხელშეკრულება ექსპლუატაციის შესახებ
პრეამბულა
ვინაიდან საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული შეთანხმების წარმომადგენელმა სახელმწიფოებმა, ამავე შეთანხმების თანახმად, ვალდებულება აიღეს ხელი მოაწერონ ან დაასახელონ ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერი სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია,
ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1. განმარტებანი
(ა) ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებაში:
1. „შეთანხმება“ ნიშნავს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებულ შეთანხმებას;
2. „ამორტიზაცია“ ნიშნავს ამორტიზაციას (ცვეთას);
3. „აქტივებ“-ში იგულისხმება ნებისმიერი სახის საგანი, რომელთანაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საკუთრების უფლება და ასევე, საკონტრაქტო უფლებები.
(ბ) შეთანხმების 1-ლ მუხლში მოცემული განმარტებანი შეეხება ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებას.
მუხლი 2. ხელმომწერთა უფლებები და ვალდებულებები
თითოეული ხელმომწერი იძენს შეთანხმებითა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს და ამავე დროს, პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნული შეთანხმებისა და ხელშეკრულების თანახმად მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
მუხლი 3. უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა.
(ა) შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით:
(i) მთლიანი ქონების, საკონტრაქტო უფლებების და ყველა სხვა უფლების, მათ შორის ზემოთ მითითებული შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის დროებითი და სპეციალური ხელშეკრულებების თანახმად სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერთა საკუთრებაში გაუნაწილებელი წილის სახით არსებულ კოსმოსურ სეგმენტთან დაკავშირებული უფლებების მფლობელია „ინტელსატი“;
(ii) „ინტელსატ“-ს გადაეცემა სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერთა მიერ ან მათი სახელით ნაკისრი ყველა ვალდებულება ან ყველა ის პასუხისმგებლობა, რომლებიც ხსენებულ მხარეებს კოლექტიურად დაეკისრება დროებითი და სპეციალური ხელშეკრულებების დებულებათა შესრულების პროცესში და რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის, ან რომლებიც წარმოიქმნა ხსენებულ დღემდე მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომების ან ქმედებების გამო. თუმცა ეს ქვეპუნქტი არ ეხება ნებისმიერ ისეთ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც წარმოიქმნება შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით, რომელთა მიღება, შეთანხმების მე-3 მუხლის (ვ) ქვეპუნქტის თანახმად, არ შეეძლო მმართველთა საბჭოს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეთა ასამბლეის მიერ წინასწარ მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე.
(ბ) „ინტელსატი“ წარმოადგენს „ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის და მის მიერ შეძენილი ყველა დანარჩენი ქონების მფლობელს;
(გ) „ინტელსატ“-ში თითოეული ხელმომწერის ფინანსური ინტერესი განისაზღვრება ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად განხორციელებულ შეფასებაში მისი საინვესტიციო წილის გამოყენების შედეგად მიღებული თანხის ექვივალენტური ოდენობით.
მუხლი 4. ფულადი შენატანები
(ა) შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თითოეული ხელმომწერი „ინტელსატ“-ის კაპიტალში შენატანებს განახორციელებს ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრული მისი საინვესტიციო წილის პროპორციული ოდენობით და კაპიტალის ანაზღაურების თანხას და კაპიტალის გამოყენების კომპენსაციას მიიღებს ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლის დებულებების მიხედვით.
(ბ) კაპიტალის მოცულობაში შედის ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის ან ინტელსატის სხვა ქონების დიზაინის, განვითარების, მშენებლობისა და შექმნის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები, ასევე, ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის (ვ) პუნქტისა და მე-18 მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად ხელმომწერთა მიერ განხორციელებული შენატანები. მმართველთა საბჭო ადენს ინტელსატის ფინანსურ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კაპიტალში ხელმომწერთა მიერ განხორციელებული შენატანების საფუძველზე.
(გ) თითოეული ხელმომწერი, როგორც ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის მომხმარებელი, ისევე, როგორც ყველა სხვა მომხამარებელი, იხდის ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის დებულებების თანახმად ქონების გამოყენებისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს.
(დ) მმართველთა საბჭო განსაზღვრავს ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ გადასახადის სქემას. ნებისმიერ გადაუხდელ თანხას გადახდის დადგენილი თარიღიდან ემატება მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი პროცენტული ნიხრი.
მუხლი 5. კაპიტალის ზღვრული თანხა
(ა) ხელმომწერთა მიერ კაპიტალში შენატანების ნეტო თანხა, აგრეთვე კაპიტალთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის შეუსრულებელი საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისი თანხა ექვემდებარება სილინგს (ზღვრულ თანხას). ეს თანხა მოიცავს სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერთა მიერ ამავე ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად კაპიტალში განხორციელებული შენატანებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმომწერთა მეირ ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად განხორციელებული შენატანების ჯამურ (კუმულაციურ) თანხას გამოკლებული სპეციალური ხელშეკრულებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად მათთვის გადახდილი (ანაზღაურებული) კაპიტალის ჯამური თანხა, პლუს კაპიტალთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის შეუსრულებელი საკონტრაქტო ვალდებულებების შესაბამისი თანხა.
(ბ) წინამდებარე მუხლის (ა) პუნქტში მითითებული სილინგი შეადგენს 500 მილიონ აშშ დოლარს ან ამავე მუხლის (გ) ან (დ) პუნქტებით განსაზღვრულ თანხას.
(გ) მმართველთა საბჭოს შეუძლია ხელმომწერთა კრებას წარუდგინოს რეკომენდაცია (ბ) პუნქტის თანახმად მოქმედი სილინგის გაზრდის შესახებ. ხელმომწერთა კრება განიხილავს ხსენებულ რეკომენდაციას და გაზრდილი სილინგი ძალაში შევა ხელმომწერთა კრების მიერ დამტკიცების შემდეგ.
(დ) თუმცა, მმართველთა საბჭოს შეუძლია ზღვრული 500 მლნ აშშ სილინგი გაზარდოს ამ თანხის 10%-მდე ოდენობით ან უფრო მაღალ ზღვრულ თანხამდე, რომელიც შესაძლოა დაამტკიცოს ხელმომწერთა კრებამ ამ მუხლის (გ) პუნქტის პირობების მიხედვით.
მუხლი 6. საინვესტიციო წილი
(ა) გარდა ამ მუხლში სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევებისა, თითოეული ხელმომწერის მიერ ჩადებული ინვესტიციის წილი განისაზღვრება ყველა ხელმომწერის მიერ „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენებაში თავისი პროცენტული წილის პროპორციულად.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ხელმომწერის მიერ „ინტელსტ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენების მაჩვენებელი გამოითვლება ხსენებული ხელმომწერის მიერ „ინტელსტ“-ისათვის სეგმენტის გამოყენებაზე გადასახდელი თანხების გაყოფით დღეების იმ რაოდენობაზე, რომელ დღეებშიც გადასახდელი იყო გადასახადები ამ მუხლის (გ)(i), (გ)(ii) ან (გ)(v) ქვეპუნქტების მიხედვით საინვესტიციო წილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერის მიერ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში კოსმოსური სეგმენტის გამოყენების შესაბამისი დღეების რაოდენობა (რომელთათვისაც გადასახდელია შესაბამისი საფასური) 90 დღეზე ნაკლებია, მაშინ წილის განსაზღვრისას ასეთი გადასახადები მხედველობაში არ მიიღება.
(გ) გადაწყვეტილება საინვესტიციო წილების შესახებ ძალაში შევა:
(i) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან;
(ii) ყოველი წლის პირველი მარტიდან; იმ პირობით, რომ თუ ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევა დამდეგი მარტის თვის 1-ლ რიცხვამდე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, მაშინ საინვესტიციო წილების შესახებ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არანაირი გადაწყვეტილება არ შევა ძალაში;
(iii) ახალი ხელმომწერისათვის ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან;
(iv) რომელიმე ხელმომწერის „ინტელსტ“-იიდან გასვლის თარიღიდან; და
(v) იმ ნებისმიერი ხელმომწერის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის თარიღიდან, რომლისთვისაც პირველად დადგა თავისი საკუთარი მიწისზედა სადგურიდან „ინტელსტ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენებაზე დარიცხული გადასახადების გადახდის ვადა; იმ პირობით, რომ ხსენებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება კოსმოსური სეგმენტის გამოყენებისათვის გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან 90 დღეზე ადრე პერიოდის განმავლობაში.
(დ) (i) ნებისმიერ ხელმომწერს შეუძლია მოითხოვოს მისთვის უფრო ნაკლები საინვესტიციო წილის გამოყოფა. ასეთი მოთხოვნები წარდგენილ უნდა იქნას „ინტელსტ“-ში და მათში უნდა მიეთითოს სასურველი შემცირებული საინვესტიციო წილის ოდენობა. ასეთი მოთხოვნების შესახებ „ინტელსტ“-მა სასწრაფო შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ყველა ხელმომწერს და ხსენებული მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს იმდენად, რამდენადაც სხვა ხელმომწერები თანხმობას განაცხადებენ თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდის შესახებ.
(ii) ნებისმიერ ხელმომწერს შეუძლია შეატყობინოს „ინტელსტ“-ს, რომ იგი მზადაა გაზარდოს თავისი საინვესტიციო წილი ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად საინვესტიციო წილის შემცირების შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სადაც მან უნდა მიუთითოს თავისი საინვესტიციო წილის ზრდის ზღვრული ოდენობა (თუ ასეთი იქნებ). ხსენებული ზღვრული ოდენობების გათვალისწინებით, ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე საინვესტიციო წილების შემცირების შესაბამისი საერთო თანხა უნდა გადანაწილდეს იმ ხელმომწერთა შორის, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდასთან დაკავშირებით, რაც უნდა განხორციელდეს ხსენებულ განაწილებამდე უშუალოდ მათ საკუთრებაში არსებული საინვესტიციო წილის პროპორციულად.
(iii) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად საინვესტიციო წილის შემცირების შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე ვერ ხერხდება შემცირებული თანხების სრულად განაწილება იმ ხელმომწერთა შორის, რომლებმაც ამ პუნქტის (ii) ქვეპუნქტის თანახმად თანხმობა განაცხადეს თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდაზე, მაშინ საინვესტიციო წილების გაზრდის თვალსაზრისით მისაღები თანხების საერთო რაოდენობა უნდა განაწილდეს თითოეული იმ ხელმომწერის მიერ მითითებულ ზღვრულ ოდენობამდე, რომლებიც ამ პუნქტის თანახმად თანხმობას აცხადებენ თავიანთი საინვესტიციო წილების გაზრდაზე, რაც უნდა განხორციელდეს იმ ხელმომწერთა საინვესტიციო წილების შემცირების თანხების პროპორციულად, რომლებმაც მოითხოვეს თავიანთი წილების შემცირება ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად.
(iv) ნებისმიერი ხელმომწერის მიერ ამ პუნქტის თანახმად თავისი საინვესტიციო წილის შემცირებაზე მოთხოვნის წამოყენება ან თავისი საინვესტიციო წილის გაზრდაზე თანხმობის განცხადება ნიშნავს მის მიერ თავისი საინვესტიციო წილის გაზრდას ან შემცირებას ამ პუნქტში განსაზვრული პირობების მიხედვით, რომელიც ძალაში იქნება ამავე მუხლის (გ)(ii) ქვეპუნქტის თანახმად საინვესტიციო წილების შემდგომ განსაზღვრამდე.
(v) მმართველთა საბჭო დაადგენს შესაბამის წესებს ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად ხელმომწერთა მიერ თავიანთი საინვესტიციო წილების შემცირების მოთხოვნის შესახებ შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით და ამ პუნქტის (ii) ქვეპუნქტის თანახმად იმ ხელმომწერთა მიერ საინვესტიციო წილების გაზრდაზე შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით, რომლებიც მზად არიან გაზარდონ თავიანთი საინვესტიციო წილი.
ე) მმართველთ საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისა და მმართველთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების განსაზღვრის მიზნით, ამ მუხლის (გ)(ii) ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრული საინვესტიციო წილები ძალაში შევა საინვესტიციო წილების განსაზღვრის შემდეგ ხელმომწერთა კრების რიგითი სხდომის ჩატარების პირველივე დღიდან.
ვ) როდესაც საინვესტიციო წილი განისაზღვრება ამ მუხლის გ(iii) ან გ(v) ქვეპუნქტის ან (თ) პუნქტის მიხედვით, და როდესაც ამის აუცილებლობა გამოწვეულია რომელიმე ხელმომწერის „ინტელსატ“-იდან გასვლის გამო, ყველა სხვა ხელმომწერთა საინვესტიციო წილებში კორექტირების შეტანა უნდა განხორციელდეს ხსენებულ კორექტირებამდე მათ მფლობელობაში არსებული შესაბამისი საინვესტიციო წილების პროპორციულად. „ინტელსატ“-იდან ხელმომწერის გასვლის შემთხვევაში, არ უნდა გიზარდოს ამ მუხლის (თ) პუნქტის მიხედვით განსაზღვრული საინვესტიციო წილები, რომელთა ოდენობა საინვესტიციო წილების საერთო ოდენობის 0,05%-ს შეადგენს.
ზ) ინტელსატმა ყველა ხელმომწერს დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება საინვესტიციო წილების თითოეული განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების შედეგებისა და ასეთი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ.
(თ) მიუხედავად ამ მუხლის ნებისმიერი დებულებისა, არც ერთი ხელმომწერის საინვესტიციო წილი არ იქნება საინვესტიციო წილის საერთო ოდენობის 0.05%-ზე ნაკლები ან ამ მუხლის (ბ) პუნქტის დებულებების თანახმად განსაზღვრული ყველა ხელმომწერის მიერ „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის მთლიან გამოყენებაში თავისი პროცენტული წილის 150%-ზე მეტი.
მუხლი 7. ფინანსური შესწორებები მხარეთა საინვესტიციო წილებში
(ა) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისას და შემდგომში საინვესტიციო წილების თითოეული განსაზღვრისას, მხარეთა საინვესტიციო წილებში შეტანილ უნდა იქნას ფინანსური შესწორებები („ინტელსატ“-ის მეშვეობით) წინამდებარე მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად განხორციელებული შეფასების საფუძველზე. ფინანსური ცვლილებების თანხები უნდა განისაზღვროს თითოეულ ხელმომწერთან მიმართებაში ხსენებული შეფასების გზით, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება:
(i) სხვაობა (თუ ასეთი არსებობს) სპეციალური ხელშეკრულების თანახმად თითოეული ხელმომწერისათვის განსაზღვრულ საბოლოო ქვოტასა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად განსაზღვრულ მის საწყის საინვესტიციო წილს შორის - ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს საინვესტიციო წილების განსაზღვრისას;
(ii) სხვაობა (თუ ასეთი არსებობს) თითოეული ხელმომწერის ახალ საინვესტიციო წილსა და წილების ასეთ განსაზღვრამდე მისი საინვესტიციო წილს შორის - საინვესტიციო წილების ყოველი შემდგომი განსაზღვრისას.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტში მითითებული შეფასება განხორციელდება შემდეგნაირად:
(i) ფინანსური შესწორების დღისათვის „ინტელსატ“-ის ანგარიშებში გატარებული ყველა აქტივების საწყისი ღირებულებიდან (ყველა ძირითადი შემოსავლისა და ძირითად ხარჯების ჩათვლით დაიქვითება:
(ა) ფინანსური შესწორების დღისათვის „ინტელსატ“-ის ანგარიშებში მითითებული ამორტიზაციის მთლიანი (კუმულირებული თანხა); და
(ბ) ფინანსური შესწორების დღისათვის „ინტელსატ“-ის მიერ გადასახდელი სესხებისა და სხვა ანგარიშების შესაბამისი თანხა;
(ii) ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტის თანახმად მიღებული შედეგები შესწორდება:
(ა) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს ფინანსური შესწორებების განხორციელების მიზნით - „ინტელსატ“-ის მიერ კაპიტალის გამოყენებისათვის სპეციალური ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელ კუმულაციურ თანხებთან დაკავშირებულ საკომპენსაციო გადასახადში არსებული დეფიციტური ან ზედმეტი თანხის დამატებით ან დაქვითვით, კაპიტალის გამოყენების იმ საკომპენსაციო ნიხრით ან ნიხრებით, რომლებიც ძალაშია სატელიტური კომუნიკაციების დროებითი კომიტეტის მიერ სპეციალური ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად დადგენილ დროის პერიოდში. გადასახადში თანხის დეფიციტის ან სიჭარბის შეფასების მიზნით, გადასახდელი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად უნდა იქნას დაანგარიშებული და ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტში აღწერილი ელემენტების ნეტო თანხას უნდა ეხებოდეს.
(ბ) ყოველი შემდგომი ფინანსური შესწორების მიზნით - ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან შეფასების მონაცემების ძალაში შესვლის დღემდე ექსპლუატაციის შესახებ ხსენებული ხელშეკრულების თანახმად კაპიტალის გამოყენებისათვის „ინტელსატ“-ის მიერ საკომპენსაციო გადასახადში არსებული დეფიციტური ან ჭარბი თანხის დამატებით ან დაქვითვით, კაპიტალის გამოყენების იმ საკომპენსაციო ნიხრით ან ნიხრებით, რომლებიც ძალაშია ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილ დროის პერიოდში. გადასახადში თანხის დეფიციტის ან სიჭარბის შეფასების მიზნით, გადასახდელი საკომპენსაციო თანხა ყოველთვიურად უნდა იქნას დაანგარიშებული და ამ პუნქტის (i) ქვეპუნქტში აღწერილი ელემენტების ნეტო თანხას უნდა ეხებოდეს.
(გ) ხელმომწერთა მიერ ან ხელმომწერთათვის ამ მუხლის დებულებების თანახმად გადასახდელი თანხების გადახდა უნდა განხორციელდეს მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილ დღეს. მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი საპროცენტო ნიხრი დაემატება ამ დღის შემდეგ გადაუხდელ თანხას; ამის გარდა, ამ მუხლის (ა)(i) ქვეპუნქტის თანახმად გადასახდელ გადასახადებთან დაკავშირებით, პროცენტი დაემატება ექსპლუატაციის შესახებ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. ამ პუნქტში მითითებული საპროცენტო ნიხრი ექვივალენტური უნდა იყოს მმართველთა საბჭოს მიერ ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის (დ) პუნქტის თანახმად დადგენილი საპროცენტო ნიხრისა.
მუხლი 8. სეგმენტით სარგებლობის გადასახადები და შემოსავლები
ა) მმართველთა საბჭო განსაზღვრავს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენების სიდიდის გაზომვის ერთეულებს სხვადასხვა ტიპის გამოყენების შემთხვევებისათვის და შეთანხმების VIII მუხლის შესაბამისად ხელმომწერთა კრების მიერ დადგენილი ზოგადი წესების საფუძველზე დაადგენს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის გადასახადებს. ასეთი გადასახადების მიზანია „ინტელსატ“-ის საექსპლუატაციო, ტექნიკური მომსახურებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურება, მმართველთა საბჭოს მიერ განსაზღვრული საექსპლუატაციო სახსრების უზრუვნელყოფა, „ინტელსატ“-ში ხელმომწერთა მიერ ჩადებული ინვესტიციების ეტაპობრივი გადახდა და ხელმომწერთა კაპიტალის გამოყენების კომპენსაცია.
ბ) შეთანხმების III მუხლის (დ) პუნქტის თანახმად, მმართველთა საბჭო ადგენს გადასახადებს სპეციალური სატელეკომუნიკაციო მომსახურებისათვის არსებული სიმძლავრის გამოყენებაზე. ზემოთ აღნიშნული გადასახადები დგინდება შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებების, კერძოდ კი წინამდებარე მუხლის (ა) პუნქტის შესაბამისად, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება სპეციალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული და „ინტელსატ“-ის ზოგად-ადმნისტრაციული ხარჯების ადექვატური ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების V მუხლის (ე) პუნქტის თანახმად ცალკეულ თანამგზავრს ან დამხმარე საშუალებებს აფინასნებს „ინტელსატი“, მაშინ მმართველთა საბჭო ადგენს ასეთი მომსახურებით სარგებლობის გადასახადს. ზემოთ აღნიშნული გადასახადები დგინდება შეთანხმების და ექპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებების, კერძოდ კი წინამდებარე მუხლის (ა) პუნქტის თანახმად, რათა სრულად დაიფაროს ხსენებული ცალკეული თანამგზავრის და დამხმარე საშუალებების დიზაინთან, განვითარებასთან, მშენებლობასთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაწეული პირდაპირი დანახარჯები და „ინტელსატ“-ის ზოგად-ადმინისტრაციული ხარჯების ადექვატური ნაწილი.
გ) ხელმომწერთა კაპიტალის გამოყენების საკომპენსაციო ნიხრის განსაზღვრისას მმართველთა საბჭო ითვალისწინებს „ინტელსატ“-ში ჩადებული ინვესტიციის რიკსთან დაკავშირებულ ფაქტორებსაც და ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი ნიხრი შეძლებისდაგვარად მიახლოებული უნდა იყოს საერთაშორისო ბაზრის ფასებთან.
დ) იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს სეგმენტის ან სხვა საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული გადასახდელი თანხების გადაუხდელობას სამი თვის ან სამ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, მაშინ მმართველთა საბჭომ უნდა გასცეს სათანადო სანქცია.
ე) „ინტელსატ“-ის მიერ მიღებული შემოსავლების გამოყენება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
(i) საექსპლუატაციო, ტექნიკური და ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვა;
(ii) იმ საექსპლუატაციო სახსრების უზრუნველყოფა, რომლებსაც მმართველთა საბჭო მიიჩნევს აუცილებლად;
(iii) ხელმომწერთათვის, მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად, იმ თანხების გადახდა, რაც გულისხმობს მმართველთა საბჭოს მიერ დადგენილი და „ინტელსატ“-ის ანგარიშებში გატარებული ძირითადი კაპიტალის ეტაპობრივ გადასახადს;
(iv) „ინტელსატ“-იდან გასული ხელმომწერებისათვის იმ თანხების გადახდა, რომლებიც შესაძლოა მისთვის გადასახდელი იყოს ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების 21-ე მუხლის შესაბამისად;
(v) ხელმომწერთთვის შემოსავლების დარჩენილი თანხის გადახდა კაპიტალის გამოყენების საკომპენსაციოდ - მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ „ინტელსატ“-ის მიერ მიღებული შემოსავალი არასაკმარისია „ინტელსატ“-ის საექსპლუატაციო, ტექნიკური და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარავად, მაშინ მმართველთა საბჭო უფლებამოსილია, დეფიციტის შევსების მიზნით, გამოიყენოს „ინტელსატ“-ის საექსპლუატაციო სახსრები და ოვერდრაფტები, აიღოს სესხი, მოსთხოვოს ხელმომწერებს მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად განახორციელონ შენატანები კაპიტალში ან პრობლემის გადაჭრის მიზნით მოახდინოს ზემოთ აღნიშნული ზომების კომბინირებული გამოყენება.
მუხლი 9. თანხების გადარიცხვა
ა) ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-4, მე-7 და მე-8 მუხლების თანახმად ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით, ანგარიშსწორება ხელმომწერსა და „ინტელსატ“-ს შორის ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმუმამდე შემცირდეს „ინტელსატ“-სა და ხელმომწერთა შორის გადარიცხვების რაოდენობა და იმ სახსრების ოდენობა, რომელსაც „ინტელსატ“-ი ფლობს მმართველთა საბჭოს მიერ განსაზღვრულ აუცილებელ საექსპლუატაციო სახსრებზე მეტი ოდენობით.
ბ) ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ხელმომწერებსა და „ინტელსატ“-ს შორის ყველა გადახდის ოპერაცია უნდა განხორციელდეს აშშ დოლარებში ან იმ ნებისმიერ ვალუტაში, რომლის კონვერტირება თავისუფლად შეიძლება აშშ დოლარებში.
მუხლი 10. ოვერდრაფტები და სესხები
ა) ფინანსური დეფიციტების შევსების მიზნით, ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად ხელმომწერთა მიერ კაპიტალური შენატანების ან „ინტელსატ“-ის შემოსავლების მოლოდინის პერიოდში, მმართველთა საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, „ინტელსატ“-ს შეუძლია დადოს საოვერდრაფტო შეთანხმებები.
ბ) განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას და „ინტელსატ“-ის მიერ გატარებული ნებისმიერი ღონისძიებების დაფინანსების ან „ინტელსატ“-ის მიერ აღებული ნებისმიერი სავალო ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეთანხმების III მუხლის (ა), (ბ) ან (გ) პარაგრაფის ან ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, „ინტელსატ“-ს შეუძლია აიღოს სესხები მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთი სესხების გადაუხდელი თანხები მიჩნეულ უნდა იქნას როგორც ძირითადი საკონტრაქტო ვალდებულებები, ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესრულების მიზნით. შეთანხმების X მუხლის (ა)(XV) ქვეპუნქტის მიხედვით, მმართველთა საბჭომ ხელმომწერთა კრებაზე უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი ანგარიში სესხის აღებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზების, სესხის ვადებისა და პირობების შესახებ.
მუხლი 11. გამოსარიცხი ხარჯები
„ინტელსატ“-ის ხარჯებში არ შევა:
(i) ნებისმიერი ხელმომწერის მიერ „ინტელსატ“-იდან მიღებული მოგების გადასახადები;
(ii) გამშვები მოწყობილობებისა და საშუალებების დიზაინისა და განვითარების ხარჯები, გარდა „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის დიზაინის, განვითარების, მშენებლობისა და დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა გამშვები საშუალებების ადკაპტირების მიზნით; და
(iii) ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია მხარეებსა და ხელმომწერების წარმომადგენლების დასწრებასთან მხარეთა ასამბლეაზე, ხელმომწერთა სხდომაზე, მმართველთა საბჭოს ან „ინტელსატ“-ის სხვა კრებებზე.
მუხლი 12. აუდიტი
„ინტელსატ“-ის ანგარიშები მოწმდება ყოველწლიურად მმართველთა საბჭოს დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტის მიერ. „ინტელსატ“-ის ნებისმიერი ხელმომწერი უფლებამოსილია შეამოწმოს „ინტელსატ“-ის ანგარიშები.
მუხლი 13. საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო კავშირი
„ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის და სხვა მიწისზედა სადგურების დიზაინის, განვითარების, მშენებლობისა და დამონტაჟების პროცესში, საერთაშორისო სატელკომუნიკაციო კავშირის შესაბამისი წესების დაცვასთან ერთად, „ინტელსატ“-მა სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს დ მხედველობაში უნდა მიიღოს საერთაშორისო სატელეგრაფო და სატელეფონო სისტემების საკონსულტაციო კომიტეტის, საერთაშორისო რადიო-კომუნიკაციისა საკონსულტაციო კომიტეტისა და რადიო-სიხშირის რეგისტრაციის საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციებსა და წესებს.
მუხლი 14. მიწისზედა სადგურის დამტკიცება.
ა) ნებისმიერი განცხადება მიწისზედა სადგურის მიერ „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს „ინტელსატ“-ს იმ მხარის მიერ დასახელებული ხელმომწერის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს (ან მომავალში განლაგდება) მიწისზედა სადგური, ხოლო ხსენებული განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო წესით უფლებამოსილი სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის მიერ, იმ შემთხვევაში თუ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მიწისზედა სადგურებია განლაგებული, არ ვრცელდება ასეთი მხარის იურისდიქცია.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერთა კრება ვერ დაადგენს მიწისზედა სადგურების დამტკიცების ზოგად წესებს, თანახმად შეთანხმების VIII მუხლის (ბ) ქვეპუნქტისა, ან იმ შემთხვევაში თუ მმართველთა საბჭო ვერ დაადგენს ასეთი დამტკიცებისათვის საჭირო კრიტერიუმებსა და პროცედურებს, თანახმად შეთანხმების X მუხლის (ა) (vi) ქვეპუნქტისა, ეს ხელს არ შეუშლის მმართველთა საბჭოს განიხილოს ან დააკმაყოფილოს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სივრცის გამოყენებისათვის საჭირო მიწისზედა სადგურის დამტკიცებაზე წარმოდგენილი განცხადება.
გ) ამ მუხლის (ა) პუნქტში მითითებული ხელმომწერი ან ტელესაკომუნიკაციო ორგანიზაცია, რომელმაც განცხადება წარადგინა მიწისზედა სადგურებთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი იქნება „ინტელსატ“-ის წინაშე ამ უკანასკნელის მიერ გაცემული თანხმობის დოკუმენტში მითითებულ სადგურების სათანადო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაზე იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელმაც დაასახელა ეს ხელმომწერი, არ აიღებს პასუხისმგებლობას ყველა ან იმ მიწისზედა სადგურებზე, რომელსაც არ ფლობს ან არ მართავს ეს ხელმომწერი.
მუხლი 15. კოსმოსური სეგმენტის სიმძლავრის გამოყოფა.
(ა) ნებისმიერი განცხადება „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტს სიმძლავრის გამოყოფის შესახებ „ინტელსატ“-ს წარედგინება ხელმომწერის მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორია არ ექვემდებარება მხარის იურისდიქციას, მაშინ განცხადებას წარადგენს სათანადოდ უფლებამოსილი სატელეკომუნიკაციო ერთეული.
(ბ) შეთანხმების X მუხლის თანახმად მმართველთა საბჭოს მიერ დადგენლი პირობებსა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ხელმომწერს უნდა გამოეყოს „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის სიმძლავრე, ხოლო თუ ტერიტორია არ შედის მხარის იურისდიქციაში, მაშინ სიმძლავრე გამოეყოფა განცხადების წარმომდგენ, სათანადოდ უფლებამოსილ სატელეკომუნიკაციო ერთეულს.
გ) ყოველი ხელმომწერი ან სატელეკომუნიკაციო ერთეული, რომლისთვისაც ხდება სიმძლავრის გამოყოფა ამ მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად, პასუხისმგებელია ამ გამოყოფასთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში თუ მხარემ, რომელმაც დაასახელა ეს ხელმომწერი, არ აიღებს პასუხისმგებლობას იმ სიმძლავრეებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოიყო ყველა ან იმ მიწისზედა სადგურისათვის, რომელსაც არ ფლობს ან არ მართავს ეს ხელმომწერი.
მუხლი 16. მოწოდება
(ა)„ინტელსატ“-ის მიერ მოთხოვნილი აპარატურისა და მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტი უნდა გაფორმდეს შეთანხმების XII მუხლის, ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლის დ მმართველთა საბჭოს მიერ დადგენლი პროცედურების, ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებებით. წინამდებარე მუხლი შეეხება იურიდიული პირს მიერ მოწოდებულ მომსახურებებს.
(ბ) მმართველთა საბჭოს თანხმობა საჭიროა:
(i) იმ კონტრაქტებისათვის საჭირო სატენდერო მოთხოვნის ან მოწვევების გაცემამდე, რომელთა ღირებულება შესაძლოა 500 000 აშშ დოლარს აღემატებოდეს;
(ii) ისეთი კონტრაქტის გაფორმებამდე, რომლის ღირებულება 500 000 აშშ დოლარს აღემატება.
(გ) ქვემოთ მოცემულ რომელიმე შემთხვევაში მმართველთა საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქონლისა და მომსახურეობის მიწოდებაზე საერთაშორისო ტენდერის მოწვევის გარეშე:
(i) როდესაც კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50000 აშშ დოლარს ან ნებისმიერ უფრო მაღალ ღირებულებას, რომელიც შესაძლოა განსაზღვროს ხელმომწერთა კრებამ მმართველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე;
(ii) მაშინ, როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში საჭიროა მიწოდების სწრაფი უზრუნველყოფა, როდესაც საქმე ეხება „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის საექსპლუატაციო სიცოცხლისუნარიანობას.
(iii) მაშინ, როდესაც მოთხოვნა აშკარად ადმინისტრაციული ხასიათისაა და ყველაზე კარგად შეესაბამება ადგილობრივი მიწოდების პირობებს.
(iv) მაშინ, როდესაც არსებობს „ინტელსატ“-ის სპეციფიკაციების დაკმაყოფილების ერთადერთი წყარო ან როდესაც მიწოდების წყაროთა რიცხვი ისე მკაცრადაა შეზღუდული, რომ „ინტელსატ“-ისათვის მიზანშეწონილი არაა ამ ხარჯების გაწევა და არც დროის დაკარგვა ღია საერთაშორისო ტენდერის მოსაწვევად, იმ პირობით, რომ თუ არსებობს ერთზე მეტი მიწოდების წყარო ყველა მათგანს თანაბარი უფლებები ექნება ფასების შეთავაზების შესაძლებლობის თვალსაზრისით.
დ) ამ მუხლის (ა) პუნქტში მითითებული მიწოდება, წესები, მოთხოვნები და პირობები დროულად და სრულად უნდა ეცნობოს მმართველთა საბჭოს. ნებისმიერი მმართველის მიერ წამოყენებული მოთხოვნის შემთხვევაში, მმართველთა საბჭოს უნდა შეეძლოს მოიპოვოს ნებისმიერი სახის საჭირო ინფორმაცია ყველა კონტრაქტთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მმართველს მიეცეს შესაძლებლობა მოიხსნას თავისი პასუხისმგებლობა - როგორც მმართველმა.
მუხლი 17. გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია
(ა)„ინტელსატ“-ი, მის მიერ ან მისი სახელით ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით იღებს მხოლოდ იმ უფლებებს (და სხვა არაფერს, გარდა ამ უფლებებისა), რომლებიც „ინტელსატ“-ისა და სხვა ხელმომწერების საერთო ინტერესებში შედის. კონტრაქტით გათვალსწინებული სამუშაოს შემთხვევაში, ნებისმიერი ასეთი უფლებ არაექსკლუზიური ხასიათისა იქნება.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტის შესრულების მიზნით, მხედველობაში იღებს რა თავის მიზნებსა და პრინციპებს, ასევე შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად მხარეებისა და ხელმომწერების უფლებ-ვალდებულებებს და ზოგად-სამრეწველო პრაქტიკას, რაც დაკავშირებულია მის მიერ ან მისი სახელით ჩატარებულ მნიშვნელოვან შესწავლასთან, გამოკვლევასთან ან განვითარებასთან, „ინტელსატ“-ი იტოვებს უფლებას
(i) გადასახადის გარეშე მიიღოს ინფორმაცია ყველა იმ გამოგონებასთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მოპოვებულია მის მიერ ან მისი სახელთ ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე;
(ii) გაუმჟღავნოს ხელმომწერებს ან რომელიმე მხარის იურისდიქციაში მყოფ პირებს, ასევე გამოიყენოს და უფლება მისცეს ხელმომწერებს და სხვა პირებს გადასახადის გარეშე გამოიყენონ ეს გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია.
(ა) რომელიც დაკავშირებულია „ინტელსატ“-ის კოსმოსურ სეგმენტთან და მასზე მომუშავე მიწისზედ სადგურთან; და
(ბ) ნებისმიერი სხვა მიზნისათვის, რომელიც ემყარება პატიოსან და კეთილგონივრულ ურთიერთობებს იმ ხელმომწერებსა და მხარეთა იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებს შორის, ასევე, ასეთი გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის მფლობელს/ავტორს ან სათანადო უფლებამოსილ ორგანიზაციას ან პირს შორის, რომლებსაც ქონებრივი ინტერესი გააჩნიათ ამ გამოგონებებსა და ტექნიკურ ინფორმაციაში.
გ) კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ამ მუხლის (ბ) პუნქტის შესრულება დაექვემდებარება გამოგონებებსა და ტექნიკურ ინფორმაციაზე უფლებების მფლობელობას იმ კონტრაქტორების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ასეთი გამოგონებები ავტორებს ან რომლებმაც მოიპოვეს ხსენებული ტექნიკური ინფორმაცია.
დ) „ინტელსატ“-ი ასევე იტოვებს უფლებას, კეთილგონივრული პირობებისა და მოთხოვნების საფუძველზე, გაუმჟღავნოს ხელმომწერებს ან რომელიმე მხარის იურისდიქციაში მყოფ პირებს, ასევე გამოიყენოს და უფლება მისცეს ხელმომწერებს და სხვა პირებს გამოიყენონ ის გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია, რომლებიც უშუალოდ გამოიყენებოდა მისი სახელით ჩატარებულ სამუშაოებში, მაგრამ არ არის მითითებული ამ მუხლის (ბ) პუნქტში იმის გათვალისწინებით, რომ ის პიროვნება, რომელმაც ეს სამუშაო ჩაატარა, უფლებამოსილია გასცეს ასეთი უფლება, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გამჟღავნება და გამოყენება აუცილებელია ამ მუხლის (ბ) პუნქტით მოპოვებული უფლებების ეფექტური გამოყენების მიზნით.
ე) ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამას განსაკუთრებული გარემოება მოითხოვს, მმართველთა საბჭოს შეუძლია დაამტკიცოს ამ მუხლის (ბ)(ii) ქვეპუნქტითა და (დ) პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკიდან გადახრა, თუკი მოლაპარაკებების მსვლელობისას დირექტორთა საბჭოსათვის ნათელი გახდება ის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ხსენებული პოლიტიკიდან გადახვევა, ამან შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს „ინტელსატ“-ის ინტერესებზე და [(ბ)(ii) ქვეპუნქტის შემთხვევაში] ხსენებული პოლიტიკით გათვალისწინებული პირობების დაცვა შეუთავსებადი იქნება სავარაუდო კონტრაქტორის მიერ მესამე მხარესთან ადრე გაფორმებული კონტრაქტით გათვლისწინებულ ვალდებულებებთნ.
ვ) ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ამას განსაკუთრებული გარემოება მოითხოვს, მმართველთა საბჭოს ასევე შეუძლია დაამტკიცოს ამ მუხლის (გ) პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკიდან გადახრა, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებული იქნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
(i) თუკი მმართველთა საბჭოსათვის ნათელი იქნება, რომ პოლიტიკიდან არ გადახვევა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს „ინტელსატ“-ის ინტერესებზე;
(ii) თუკი მმართველთა საბჭო გადაწყვეტს, რომ ინტელსატს უნდა შეეძლოს პატენტის დაცვა ნებისმიერ ქვეყანაში (რისთვისაც საჭიროა ხსენებული პოლიტიკიდან გადახვევა); და
(iii) იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი დროულად ვერ შეძლებს ან არ ექნება სურვილი უზრუნველყოს პატენტის ასეთი დაცვა.
ზ) ამ მუხლის (ე) და (ვ) პუნქტებით გათვალისწინებული პოლიტიკიდან გადახრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს „ინტელსატ“-ისა და ხელმომწერთა ინტერესები და ის ფინანსური სარგებელი, რასაც ზემოთ აღნიშნული „ინტელსატ“-ს მოუტანს.
(თ) გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელზეც განსაზღვრულია უფლებები დროებითი ხელშეკრულებისა და სპეციალური ხელშეკრულების მიხედვით ან რომელზეც, გარდა ამ მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით განსაზღვრული უფლებებისა, განისაზღვრება სხვა უფლებები შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, თავისი უფლებამოსილები ფარგლებში „ინტელსატ“-მა მოთხოვნის საფუძველზე უნდა
(i) გაუმჟღავნოს ზემოთ ხსენებული გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია ნებისმიერ ხელმომწერს, რაც ექვემდებარება გამჟღავნების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის მიერ განხორციელებული ან მოთხოვნილი გადასახადის ანაზღაურებას.
(ii) მისცეს უფლება ხელმომწერებს გადასახადის გარეშე გაუმჟღავნონ გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია მხარეთა იურისდიქციაში მყოფ პირებს, ასევე, გამოიყენონ ასეთი გამოგონება და ტექნიკური ინფორმაცია ან მათი გამოყენების უფლება მისცენ თავიანთ უფლებამოსილ პირებს:
(A) „ინტელსატ“-ის კოსმოსური სეგმენტის და მასზე მომუშავე მიწისზედა სადგურთან დაკავშირებით.
(B) ნებისმიერი სხვა მიზნისათვის, რომელიც ემყარება პატიოსან და კეთილგონივრულ ურთიერთობებს იმ ხელმომწერებსა და მხარეთა იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირებს შორის, ასევე, ასეთი გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის მფლობელს/ავტორს ან სათანადოდ უფლებამოსილ ორგანიზაციას ან პირს შორის, რომლებსაც ქონებრივი ინტერესი გააჩნიათ ამ გამოგონებებს და ტექნიკურ ინფორმაციაში, რაც ექვემდებარება გამჟღავნების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით „ინტელსატ“-ის მიერ განხორციელებული ან მოთხოვნილი გადასახადის ანაზღაურებას.
(ი) იმ შემთხვევაში, თუ „ინტელსატ“-ი მიიღებს უფლებას ამ მუხლის (ბ)(i) ქვეპუნქტის თანახმად მიიღოს ინფორმაცია გმაოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ ხელმომწერს უნდა აცნობოს ასეთი ინფორმაციის არსებობა და გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის ზოგადი არსის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ „ინტელსატ“-ი მიღებს უფლებას ამ მუხლის დებულების თანახმად ხელმისაწვდომი გახადოს გამოგონებები და ტექნიკური ინფორმაცია ხელმომწერთათვის და მხარეთა იურისდიქციაში მყოფი პირებისათვის, მან მოთხოვნის შემთხვევაში ასეთი უფლებები ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ნებისმიერი ხელმომწერისათვის ან მის მიერ დასახელებული პირისათვის.
კ) ყველა გამოგონებებისა და ტექნიკური ინფორმაციის გამჟღავნება და გამოყენება, მათ გამჟღავნებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და პირობები, იმოქმედებს არა-დისკრიმინაციული პირობებით ყველა ხელმომწერისა და დასახელებული პირისათვის.
მუხლი 18. პასუხისმგებლობანი
(ა) არც „ინტელსატ“-ი და არც რომელიმე ხელმომწერი, დირექტორი, თანამდებობის პირი და არც რომელიმე თანამშრომელი არ „ინტელსატ“-ის რომელიმე ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, არ არის პასუხისმგებელი (და მათ წინაშე არ აღიძვრება არანაირი სარჩელი რომელიმე ხელმომწერის ან „ინტელსატ“-ის მიერ) იმ დანაკარგზე ან ზარალზე, რომელიც გამოწვეულია შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეკომუნიკაციო სერვისის განუხორციელებლობის, დაყოვნების ან ხარვეზიანი შესრულების მიზნით.
(ბ) თუ კომპეტენტური სასამართლო ტრიბუნალის ან მმართველთა საბჭოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებით „ინტელსატ“-ს ან რომელიმე ხელმომწერს ეკისრება რაიმე მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება (მასთან დაკავშირებული ხარჯებისა და დანახარჯების ჩათვლით), რაც გამოწვეულია შეთანხმების ან ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად „ინტელსატ“-ის მიერ განხორციელებული ან ნებადართული საქმიანობის გამო, და თუ ეს მოთხოვნა არ კმაყოფილდება ანაზღაურებით, დაზღვევით ან სხვა ფინანსური შეთანხმებით, მაშინ, მიუხედავად ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილი სილინგისა (ზღვრული თანხისა), ხელმომწერებმა „ინტელსატ“-ს უნდა გადაუხადონ გადაუხდელი მოთხოვნის შესაბამისი თანხა მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად იმ დღის მდგომარეობით, როცა ასეთი წესით მოთხოვნილი თანხა დაექვემდებარება გადახდას.
გ) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის (ბ) პუნქტის შესაბამისად გადასახადებთან დაკავშირებული საჩივარი აღძრულია ხელმომწერის წინააღმდეგ, ამის შესახებ ხელმომწერმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს „ინტელსატ“-ს და ამ უკანასკნელს უნდა მიეცეს რეკომენდაციებისა და რჩევების მოწოდების ან სასამართლო პროცესზე დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომლის იურისდიქციაშიც აღძრულია სასამართლო საქმე. ასევე, მას შესაძლებლობა უნდა მიეცეს გახდეს სასამართლო პროცესის მხარე ხსენებულ ხელმომწერთან ერთად ან შეასრულოს მისი შემცვლელის როლი.
მუხლი 19. გადახდა
(ა) დროებითი ხელშეკრულების IX და XV მუხლების შესაბამისად მმართველთა საბჭომ პრაქტიკულად შესაძლებელ უმოკლეს პერიოდში და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, ამ მუხლის (დ) პუნქტის თანახმად, უნდა განისაზღვროს „ინტელსატ“-თან დაკავშირებით სპეციალური ხელშეკრულების თითოეული ხელმომწერის ფინანსური მდგომარეობა და წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მას ხსენებული ფინანსური მდგომარეობისა და მასზე დარიცხული საპროცენტო ნიხრის შესახებ. ხსენებული საპროცენტო ნიხრი ახლოს უნდა იყოს საერთაშორისო საბაზრო ფასებთან.
(ბ) ხელმომწერს შეუძლია თანხმობა განაცხადოს ფინანსური მდგომარეობის შეფასებისა და იმ საპროცენტო ნიხრის მიღებაზე, რომლის შესახებაც მან შეტყობინება მიიღო ამ მუხლის (ა) პუნქტში განსაზღვრული წესით ან მმართველთა საბჭოს და ამ ხელმომწერს შორის სხვაგვარად შეთანხმებული წესით. „ინტელსატ“-მა ასეთ ხელმომწერს უნდა გადაუხადოს თანხა ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან გადახდის დღემდე დარიცხულ პროცენტთან ერთად აშშ დოლებში ან სხვა აშშ დოლარებში კონვერტირებად ვალუტაში, შეტყობინების მიღებიდან 90 დღის განმავლობაში ან ორმხრივად შეთანხმებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გ) „ინტელსატ“-სა და ხელმომწერს შორის წარმოიშვება სადაო საკითხი თანხებთან ან საპროცენტო ნიხრთან დაკავშირებით, რომელიც ამ მუხლის (ა) პუნქტის თანახმად შეტყობინების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდება, შეტყობინებაში მითითებული თანხა და საპროცენტო ნიხრი დარჩება უცვლელ შეთავაზებად „ინტელსატ“-ის მიერ და შესაბამისი თანხები რეზერვირებული იქნება ამ ხელმომწერის განკარგულებაში გადასაცემად. იმ პირობით, რომ მოიძებნება ურთიერთმისაღები ტრიბუნალი, ინტელსატი საქმეს გადასცემს საარბიტრაჟო სასამართლო. ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინტელსატი ხელმომწერს გადაუხდის ტრიბუნალის მიერ დადგენილ თანხას აშშ დოლარებში ან სხვა აშშ დოლარებში თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
დ) ამ მუხლის (ა) პუნქტის შესრულების მიზნით, ფინანსური მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
(i) სპეციალური ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერის საბოლოო კვოტა მრავლდება ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის (ბ) პუნქტით გათვალისწინებული და ჩატარებული შეფასების შედეგად ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღის მდგომარეობით მიღებულ თანხაზე;
(ii) მიღებულს გამოაკლდება ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღისათვის არსებული მდგომარეობის მიხედვით ხემომწერის მიერ გადასახდელი ყველა თანხა.
ე) ამ მუხლის არც ერთი დებულება:
(i) არ ათავისუფლებს ამ მუხლის (ა) პუნქტში აღწერილ ხელმომწერს თავისი წილი ვალდებულებებისაგან, რომლებიც ნაკისრია კოლექტიურად სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერების მიერ ან მათი სახელით ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე სპეციალური და დროებითი ხელშეკრულების შესრულებისას განხორციელებული ღონისძიებებისა და შეცდომების შედეგად.
(ii) არ ჩამოერთმევა ხელმომწერს მიღებული ნებისმიერი უფლებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც სპეციალური ხელშეკრულების დასრულების შემდეგ გაგრძელდება და რომლისთვისაც ამ მუხლის დებულებების თანახმად ხელმომწერს ჯერ არ მიუღია სათანადო კომპენსაცია.
მუხლი 20. დავის გადაწყვეტა
(ა) ნებისმიერი სახის დავა, რომელიც წარმოიქმნება ხელმომწერებს შორის, ან ინტელსატსა და ხელმომწერებს შორის, შეთანხმების ან ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით, განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს გ დანართში მოცემული დებულებების მიხედვით.
(ბ) ნებისმიერი სახის დავა ხელმომწერსა და სახელმწიფოს ან სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციას შორის (რომელიც აღარ არის ხელმომწერი), ან ინტელსატსა და სახელმწიფოს, ან სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციას შორის (რომელიც აღარ არის ხელმომწერი), რომლის მოწესრიგება შეუძლებელი გახდება კეთილგონივრული გზით დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეთანხმების გ დანართის თანახმად განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ან სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლოს დაწყების შემდეგ (რომელშიც იგი ერთ-ერთ მოდავე მხარეს წარმოადგენს) წყვეტს ინტელსატის ხელმომწერის ფუნქციების შესრულებას, მაშინ ეს საარბიტრაჟო სასამართლო ჩვეულებრივ გაგრძელდება და დასრულდება შეთანხმების გ დანართის და სხვა დებულებების შესაბამისად, რომელთა მიხედვითაც რეგულირდება საარბიტრაჟო დავები.
გ) ნებისმიერი სახის დავა, რომელიც დაკავშირებულია ინტელსატსა და ხელმომწერს შორის დადებულ კონტრაქტებთან ან ხელშეკრულებებთან, ექვემდებარება ამ ხელშეკრულებებისა და კონტრაქტებით გათვალისწინებული დავის მომწესრიგებელ დებულებებს. ამ სახის დებულებების არარსებობის შემთხვევაში, დავა, რომელიც დროულად ვერ გადაწყდება ხელშეკრულების გ დანართის შესაბამისად, გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლისას მიმდინარეობს რაიმე საარბიტრაჟო სასამართლო 1965 წლის 4 ივნისით დათარიღებული არბიტრაჟის დამატებითი ხელშეკრულების წესების შესაბამისად, მაშინ იმ ხელშეკრულების დებულებები ძალაში რჩება მიმდინარე არბიტრაჟის დამთავრებამდე. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი სატელეკომუნიკაციო სატელიტური კომიტეტი არბიტრაჟის დროს ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს, მაშინ „ინტელსატი“ მას შეცვლის როგორც მხარე.
მუხლი 21. ინტელსატიდან გასვლა
(ა) შეთანხმების XVI მუხლის თანახმად ინტელსტიდან ხელმომწერის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში, მმართველთა საბჭო ხელმომწერს აცნობებს მისი ინტელსატიდან გასვლის თარიღისათვის ინტელატთან მიმართებაში არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ეს განხორციელდება ამ მუხლის (გ) ქვეპუნქტის თანახმად გათვალისწინებული ანგარიშსწორების პირობების შესაბამისად.
(ბ) ამ მუხლის (ა) პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
(i) ინფორმაციას ინტელსატის მიერ ხელმომწერისათვის გადასახდელი თანხის შესახებ, რომლის გამოთვლა ხდება ინტელსატიდან გასვლის მომენტისათვის ხელმომწერის საინვესტიციო წილის გამრავლებით ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით აღნიშნული თარიღისათვის შეფასებულ თანხაზე;
(ii) ინფორმაციას ხელმომწერის მიერ შეთანხმების XVI მუხლის (ზ)(კ) და (ლ) ქვეპუნტების თანახმად ინტელსატისათვის გადასახდელი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კაპიტალში განხორციელებულ შენატანებში ხსენებული ხელმომწერის წილს იმ საკონტრაქტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, რომლებიც საგანგებოდ განაზღვრულია შესაბამისი ორგანოს მიერ მისი გასვლის შესახებ წერილობით შეტყობინების მიღებამდე ან ხელმომწერის „ინტელსატ“-იდან გასვლის თარიღამდე (სიტუაციიდან გამომდინარე) - გადახდის შემოთავაზებულ სქემასთან ერთად საკონტაქტო ვალდებულებების შესრულების მიზნით; და
(iii) ინფორმაცია „ინტელსატ“-იდან გასვლის თარიღისათვის ხელმომწერის მიერ ინტელსატისათვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის შესახებ.
(გ) „ინტელსატი“ ხელმომწერს წინამდებარე მუხლის (ბ)(i) და (ii) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანხებს გადაუხდის ხელმომწერთათვის კაპიტალში მათი არსებული წილების გადახდისათვის განსაზღვრული დროის შესაბამის პერიოდში ნ მმართველთა საბჭოსათვის მიზანშეწონილ უფრო ნაკლები დროის პერიოდში. მმართველთა საბჭო განსაზღვრავს ხელმომწერის მიერ ან ხელმომწერისათვის პერიოდულად გადაუხდელ თანხებზე დასარიცხ პროცენტებს.
დ) წინამდებარე მუხლის (ბ)(i) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების პროცესში მმართველთა საბჭოს შეუძლია ხელმომწერი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს თავისი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას აკისრია კაპიტალში მის შესატან წილთან დაკავშირებით და რომელიც საჭიროა როგორც საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებისათვის, ასევე მისი გასვლის შესახებ შეტყობინების მიღებამდე დაშვებული ქმედებების ან შეცდომების გამო წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის, ან (სიტუაციიდან გამომდინარე) შეთანხმების XVI მუხლის თანახმად ხელმომწერის „ინტელსატ“-იდან გასვლის თარიღამდე.
ე) გარდა წინამდებარე მუხლის (დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებებისა, არც ერთი მუხლი არ:
(i) ათავისუფლებს ხელმომწერს „ინტელსატ“-ის მისი წილი არასაკონტრაქტო ვალდებულებებისაგან, რომლებიც წარმოქმნილია შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებისას განხორციელებული ქმედებებისა და შეცდომების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მისი „ინტელსატ“-იდან გასვლის შესახებ შეტყობინების მიღებამდე ან სხვა შემთხვევაში გასვლის თარიღიდან.
(ii) ართმევს ასეთ ხელმომწერს მის მიერ მოპოვებულ უფლებებს, რომელთა მოქმედება გაგრძელდება მისი „ინტელსატ“-იდან გასვლის შემდგომაც და რომელსაც ამ მუხლის დებულებების თანახმად ხელმომწერ ჯერ არ მიუღია კომპენსაცია.
მუხლი 22. ცვლილებები
ა) ხელმომწერებს, მხარეთა ასამბლეას ან მმართველთა საბჭოს უფლება აქვთ წამოაყენონ წინადადება ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი ცვლილებები გადაეცემა აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც მათ დაუყოვნებლივ გადაუგზავნის მხარეებსა და ხელმომწერებს.
ბ) ხელმომწერთა კრება თითოეულ შემოთავაზებულ ცვლილებას განიხილავს აღმასრულებელი ორგანოს მიერ გავრცელების შემდეგ ჩატარებულ თავის პირველივე რიგით კრებაზე ან შეთანხმების VII მუხლის დებულებების თანახმად მოწვეულ საგანგებო კრებაზე იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი ორგანოს ცვლილებების შესახებ ინფორმაციას დააგზავნის კრების ჩატარებამდე სულ მცირე 90 დღით ადრე. ხელმომწერთა კრება მხარეთ ასამბლეისა და მმართველთა საბჭოს მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
გ) ხელმომწერთა კრება გადაწყვეტილებას მიიღებს თითოეული ცვლილების შესახებ შეთანხმების VII მუხლით გათვალისწინებულ კენჭისყრისა და ქვორუმის შესახებ შესაბამისი დებულებების მიხედვით, მას შეუძლია მოდიფიცირება გაუკეთოს შემოთავაზებულ ცვლილებას, რომლებიც ამ მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად დარიგდა ხელმომწერთა შორის და შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ცვლილებების შესახებ, რომელიც ამ სახით არ იყო დაგზავნილი, თუმცა პირდაპირ გამომდინარეობს შემოთავაზებული ან მოდიფიცირებული შესწორებებიდან.
დ) ხელმომწერთა კრების მიერ დამტკიცებული ცვლილება ძალაში შედის ამ მუხლის (ე) პუნქტის თანახმად მას შემდეგ, რაც დეპოზიტარი მიიღებს შეტყობინებას ცვლილებების დამტკიცების შესახებ:
(i) ან ხელმომწერთა 2/3-ისაგან, რომლებიც ხელმომწერებს წარმოადგენდნენ იმ დღის მონაცემებით, როდესაც ეს ცვლილებები დამტკიცდა ხელმომწერთა კრების მიერ იმ პირიბით, რომ ხმათა 2/3-ში შედიან ის ხელმომწერები, რომლებიც მაშინ საერთო საინვესტიციო წილების სულ მცირე 2/3-ს ფლობდნენ;
(ii) ან იმ ხელმომწერთა საერთო რაოდენობის 85 პროცენტის ან ფურო მეტისაგან, რომლებიც ხელმომწერებს წარმოადგენდნენ იმ დღის მონაცემებით, როდესაც ეს ცვლილებები დამტკიცდა ხელმომწერთა კრების მიერ, მიუხედავად იმ საინვესტიციო წილების რაოდენობისა, რომლებსაც ეს ხელმომწერები ფლობენ იმ დროისათვის.
ხელმომწერის მიერ ცვლილებების დამტკიცების შესახებ შეტყობინება გადაეცემა დეპოზიტარს დაინტერესებული მხარის მიერ და ასეთი შეტყობინება ნიშნავს ასეთი მხარის მიერ ამ ცვლილებების დამტკიცებას.
ე) ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიზნით ამ მუხლის (გ) პუნქტით გათვალისწინებულ საჭირო ცვლილებების დამტკიცების შესახებ თანხმობების მიღებისთანავე დეპოზიტარმა ხელმომწერებს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ. შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის შემდეგ ცვლილებები ძალაში შევა ყველა ხელმომწერისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ჯერ არ დაუმტკიცებია და არ გასულა „ინტელსატ“-იდან.
მუხლი 23. ძალაში შესვლა
(ა) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულება ხელმომწერისათვის ძალაში შედის შეთანხმების XX პუნქტების (ა) (დ) ან (ბ) და (დ) მუხლების თანახმად იმავე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან.
(ბ) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულება გამოყენებულ იქნება დროებით მაშინ, როდესაც შეთანხმება გამოყენებული იქნებ დროებით შეთანხმების XX მუხლის (გ) და (დ) პუნქტების თანახმად.
გ) ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მანამდე, სანამ შეთანხმება იქნება ძალაში.
მუხლი 24. დეპოზიტარი
(ა) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა წარმოადგენს ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების დეპოზიტარს, რომლის ინგლისური, ფრანგული და ესპანური ვერსიები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებია. ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება, მასთან ერთად ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებები, შეთანხმების XVI მუხლის (ვ) პუნქტის თანახმად ხელმომწერის შეცვლის და „ინტელსატ“-იდან გასვლის შესახებ შეტყობინებები შეინახება დეპოზიტარის არქივში.
(ბ) ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დამოწმებულ ასლებს დეპოზიტარი გაუგზავნის ყველა ქვეყნის მთავრობას და დასახელებულ სატელეკომუნკაციო ორგანიზაციას, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებაზე, და აგრეთვე გაუგზავნის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას. დეპოზიტარი მთავრობებს, დასახელებულ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებას აცნობებს ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის და XX მუხლის (ა) პუნქტით გათვალისწინებულ 60-დღიანი პერიოდის დაწყების შესახებ. დეპოზიტარი მათ შეტყობინებას გაუგზავნის ცვლილებებისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შესახებ. ცნობა 60-დღიანი პერიოდის დაწყების შესახებ გაიცემა ამ პერიოდის პირველსავე დღეს.
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102 მუხლის თანახმად, ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში დეპოზიტარის მიერ მოხდება ხელშეკრულების რეგისტრაცია.
დასტურად ქვემოთ ხელმომწერნი, ხელს ვაწერთ წინამდებარე დოკუმენტს.
რეგისტრირებულია ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი წლის 20 აგვისტოს ვაშინგტონში.
დანართი.
გარდამავალი დებულებები
1) ხელმომწერთა ვალდებულებები
ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების თითოეული ხელმომწერი, რომელიც წარმოადგენდა, ან რომლის მიერ დასახელებული მხარე წარმოადგენდა დროებითი ხელშეკრულების მხარეს, გადაიხდის ან უფლებამოსილი იქნება მიიღოს ნებისმიერი თანხების ნეტო ოდენობა, რომელიც გადასახდელია შეთანხმების ძალაში შესვლის დღისათვის ასეთი მხარისათვის ან ასეთი მხარი მიერ, რომელიც მოქმედებს სპეციალური ხელშეკრულების ხელმომწერის უფლებამოსილებით ან რომელიც გადასახდელია სპეციალური ხელშეკრულების დანიშნული ხელმომწერის მიერ ან ასეთი დანიშნული ხელმომწერისათვის.
2) მმართველთა საბჭოს დაფუძნება
(ა) შეთანხმების XX მუხლის (ა) პუნქტით გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდის დაწყებიდან და შემდგომ თითო კვირის ინტერვალით ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად კომუნიკაციების სატელიტური კორპორაცია აცნობებს სპეციალური ხელშეკრულების ყველა ხელმომწერს, სახელმწიფოებს და სახელმწიფოს მიერ დასახელებულ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებს (რომელთათვისაც ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევა ან გამოყენებული იქნება შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს) თითოეული ასეთი სახელმწიფოს ან ტელესაკომუნიკაციო ორგანიზაციის სავარაუდო საწყისი საინვესტიციო წილის შესახებ - ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების დებულებათა შესახებ.
(ბ) ზემოთ ხსენებულ 60-დღიან პერიოდში, კომუნიკაციების სატელიტური კორპორაცია ჩაატარებს შესაბამის ადმინისტრაციულ სამზადისს მმართველთა საბჭოს პირველი სხდომის მოწვევის მიზნით.
გ) შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი დღის განმავლობაში კომუნიკაციების სატელიტური კორპორაცია, რომელიც მოქმედებს შეთანხმების (დ) დანართის 2 აბზაცის შესაბამისად, გაატარებს შემდეგ ღონისძიებებს:
(i) აცნობებს ყველა ხელმომწერს, რომელთათვისაც ეს შეთანხმება ძალაში შევიდა ან გამოყენებულ იქნა დროებით, ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრული მათი საწყისი საინვესტიციო წილის შესახებ.
(ii) აცნობებს ყველა ხელმომწერს მმართველთა საბჭოს პირველი სხდომისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რომელიც მოწვეულ იქნება შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
1) სადაო საკითხების გადაწყვეტა:
ნებისმიერი დავა, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას „ინტელსატ“-სა და კომუნიკაციების სატელიტურ კორპორაციას შორის ამ უკანასკნელის მიერ „ინტელსატ“-ისათვის გასაწევი ნებისმიერი სახის მომსახურებასთან დაკავშირებით (ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან შეთანხმების XII მუხლის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღამდე პერიოდის განმავლობაში), და რომლის მოწესრიგება ვერ მოხერხდება დავის მოწესრიგებისათვის გონივრულად განსაზღვრულ ვადაში, გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს შეთანხმების (გ) დანართის პირობების შესაბამისად.
დანართი A.
გენერალური მდივნის ფუნქციები
ამ შეთანხმების XII მუხლის (b) პარაგრაფში ნახსენები გენერალური მდივნის ფუნქციები შემდეგია:
1) ინტელსატის ტრაფიკის დაგეგმვა და ამ მიზნით რეგიონალური პერიოდული შეხვედრების მოწყობა ტრაფიკის მიმართ მოთხოვნილებების შეფასებისათვის;
2) სტანდარტული მიწისზედა სადგურების მეშვეობით ინტელსატის კოსმოსური სეგმენტში შეღწევაზე განცხადებების მოწონება, სატანდარტული მიწისზედა სადგურების მეშვეობით შეღწევის თაობაზე განცხადებების შესახებ მმართველთა საბჭოში ანგარიშები წარდგენა, და არსებული მიწისზედა სადგურების სამუშაო გრაფიკების და დაგეგმილი მიწისზედა სადგურების მწყობრში შეყვანის თარიღების რეგისტრაციის წარმოება;
3) ხელისმომწერთა მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სხვა მიწისზედა სადგურების მფლობელთა და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარეთა და ასევე არსებული და დაგეგმილი მიწისზედა სადგურების ტექნიკური და ფუნქციონალური საწარმოო სიმძლავრეების და შეზღუდვების რეგისტრაციის წარმოება;
4) მომხმარებლებისათვის გამოყოფილი სიხშირეების რეგისტრაცია და ამ მონაცემების კლასიფიკაცია და მოწესრიგება ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირში სიხშირეების შესახებ შეტყობინების მისაცემად;
5) მმართველთა საბჭოს მიერ მოწონებულ გეგმებზე დაყრდნობით, ფინანსური და საექსპლუატაციო ბიუჯეტების მომზადება და საშემოსავლო მოთხოვნების შეფასება;
6) მმართველთა საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა ინტელსატის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის საფასურთან დაკავშირებით;
7) მმართველთა საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა საბუღალტრო პოლიტიკასთან დაკავშირებით;
8) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ისეთნაირად, რომ მართვის საბჭოს მოთხოვნების შესაბამისად შეიძლებოდეს აუდიტის ჩატარება, ყოველწლიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
9) ხელისმომწერთა საინვესტიციო წილების კალკულაცია, ხელისმომწერთათვის საგადასახადო ანგარიშების მომზადება კაპიტალში წილის შეტანის, და წვრილი მოიჯარეებისათვის, ინტელსატის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის საფასურის გადახდის მიზნით, ინტელსატის სასარგებლოდ შეტანილი ნაღდი ფულის მიღება, შემოსავლის განაწილება და ინტელსატის სახელით ხელისმომწერებთან ნაღდი ფულით სხვა ანგარიშსწორებების შესრულება;
10) მმართველთა საბჭოს ინფორმირება იმ ხელისმომწერთა შესახებ, რომლებსაც არ აქვთ თავისი წილი კაპიტალში ან იმ წვრილი მოიჯარეების შესახებ, რომელბიც არ იხდიან ინტელსტის კოსმოსური სეგმენტით სარგებლობის საფასურს;
11) ინტელსატში აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილი შეძენასთან და კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების (ინვოისების) დამტკიცება და გადახდა და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარისათვის იმ დანახარჯების ანაზღაურება, რომლებიც დაკავშირებულია ინტელსატის სახელით გაკეთებულ შეძენებთან და კონტრაქტების დადებასთან და სანქციონირებულია მმართველთა საბჭოს მიერ.
12) ინტელსატის პერსონალისათვის განკუთვნლი სოციალური პროგრამების ადმინისტრირება, ინტელსატის პერსონალისათვის ხელფასების გადახდა და სანქციონირებული დანახარჯების ანაზღაურება;
13) დეპოზიტებისა და ინვესტიციების შეტანა სათადარიგო ფონდებში და ამ ფონდებიდან ინტელსატის ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო თანხების ამოღება;
14) ინტელსატის ქონების და მისი ამორტიზაციის აღრიცხვა და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარესთან და სათანადო ხელმომწერთან ერთად ინტელსატის ქონების ინვენტარიზაციის ჩატარება;
15) წვრილ მოიჯარეებთან ინტელსატის კოსმიური სეგმენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პირობების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
16) ინტელსატის ქონების დაცვასთან დაკავშირებული სადაზღვევო პროგრამების შესახებ რეკომენდაციების მიცემა და მმართველთა საბჭოს სანქციით სათანადო ზომების მიღება;
17) ამ შეთანხმების XIV მუხლის (d) პარაგრაფის მიზნებისათვის, ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობისაგან დამოუკიდებელი წამოყენებული კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის ეკონომიკური ეფექტიანობის გაანალიზება და მმართველ საბჭოში ანგარიშების წარდგენა;
18) შეთანხმების მონაწილე ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველი საბჭოს და მათი საკონსულტაციო კომიტეტების კრებებისათვის წინასწარ დღის წესრიგების და პირობითი გადაწყვეტილებების (რეზიუმეს) მომზადება, და საკონსულტაციო კომიტეტების თავმჯდომარეებისათვის დახმარების გაწევა მათ მიერ დღის წესრიგების, ოქმებისა და იმ ანგარიშების მომზადებაში, რომლებსაც ისინი წარადგენენ შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეაში, ხელისმომწერთა კრებაში და მმართველ საბჭოში;
19) მორიგება საინტერპრეტაციო (ანალიზი, დეშიფრაცია, თარგმნა) მომსახურებასთან, დოკუმენტების გადაცემაზე, რეპროდუქციაზე და გავრცელებაზე და საჭიროებისამებრ კრებების ვერბალური ოქმების მომზადებაზე;
20) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არქივის წარმოება და მათ კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ანგარიშების და კორესპონდენციის მომზადება;
21) დახმარების გაწევა შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველთა საბჭოს პროცედურების პრინციპების და საკონსულტაციო კომიტეტების კომპეტენციის ინტერპრეტაციაში;
22) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის, ხელისმომწერთა კრების და მმართველთა საბჭოს და მათი საკონსულტაციო კომიტეტების კრებების ორგანიზაცია;
23) ინტელსატის სასარგებლოდ განხორციელებულ შეძენებთან და ინტელსატის სახელით დადებულ კონტრაქტებთან დაკავშირებული პროცედურების და წესების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
24) მმართველთა საბჭოს ინფორმირება კონტრაქტებში მონაწილე მხარეების მიერ თავისი ვალდებულებების შესრულების შესახებ სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის ჩათვლით;
25) მსოფლიოს ბაზრებზე წარმოდგენილი ფირმების სიის მომზადება და განახლება ინტელსატის მომარაგებისათვის;
26) იმ კონტრაქტების მომზადება და ადმინისტრირება, რომლებიც დაეხმარება გენერალურ მდივანს თავისი ფუნქციების შესრულებაში, სხვა ორგანიზაციებთან ფუნქციების შესრულებაში დახმარებაზე კონტრაქტების ჩათვლით;
27) ინტესატისათვის იურიდიული კონსულტაციების უზრუნველყოფა ან მოლაპარაკება მათ მიწოდებაზე, გენერალური მდივნის ფუნქციების ფარგლებში;
28) საზოგადოებისათვის სათანადო ინფორმაციის უზრუნველყოფა;
29) ამ შეთანხმების XV მუხლის (c) პარაგრაფით გათვალისწინებული პრივილეგიების, გადასახადებისაგან განთავისუფლებების და იმუნიტეტის განმსაზღვრელი პროტოკოლის განხილვისათვის კონფერენციის ორგანიზაცია და მოწვევა.
დანართი B.
სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის ფუნქციები დ სამენეჯმენტო მომსახურების შესახებ კონტრაქტის პრინციპები
1) ამ შეთანხმების XII მუხლის შესაბამისად სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარე ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
a) მმართველთა საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა ინტელსატის მიზნების მისაღწევად საჭირო სამეცნიერო კვლევების და დამუშავების პროგრამების შეახებ;
b) მმართველთა საბჭოს სანქციების შესაბამისად:
(i) წინასაპროექტო შესწავლის, სამეცნიერო კვლევების და დამუშავების შესრულების თავისი ძალებით ან სხვა ორგანიზციებთან ან პიროვნებებთან კონტრაქტის დადებით;
(ii) სისტემის წინასაპროექტო შესწავლის შესრულება ტექნიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ეფექტურობის თვალსაზრისით;
(iii) სისტემის მოდელირების ტესტირება და ანალიზი (შეფასება); და
(iv) ახალი სატელეკომუნიკაციო სატელიტური მომსახურებაზე პოტენციალური მოთხოვნის შესწავლა და პროგნოზის გაკეთება;
(a) მმართველთა საბჭოს კონსულტიერება ინტელსატის კოსმოსური სეგმენტისთვის საჭირო კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის მიწოდების შესახებ;
(b) მმართველთა საბჭოს სანქციის შესაბმისად, წინადადებებზე განცხადების მომზადება და გავრცელება, კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის შეძენისათვის საჭირო სპეციფიკაციის ჩათვლით;
(c) წინადადებაზე განცხადებასთან დაკავშირებით წარდგენილი ყველა წინადადების გაანალიზება და შეფასება და სათანადო რეკომენდაციების მომზადება მმართველთა საბჭოსათვის;
(d) მიწოდებების წესების გათვალისწინებით და მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად:
(i) ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის სასარგებლოდ ყველა კონტრაქტის მომზადება, განთავსება, შესწორება და ხელმძღვანელობა;
(ii) გაშვების მომსახურებისათვის საჭირო ძირითადი და დამატებითი ღონისძიებების შესრულება და გაშვებაში მონაწილეობის მიღება;
(iii) ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის და გაშვებისათვის ან გაშვების მომსახურებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის დასაცავად დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
(iv) თანამგზავრის ორიენტირების, ტესტირების და მანევრირების მიზნით სატელეკომუნიკაციო თანამგზავრის თვალთვალის, ტელემეტრიული, მართვის და კონტროლისათვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა ან მოლაპარაკება უზრუნველყოფის შესახებ, იმ ხელისმომწერთა და მიწისზედა სადგურების სხვა მფლობელების მოღვაწეობის კოორდინაციის ჩათვლით, რომლებიც მონაწილეობენ ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფაში; და
(v) თანამგზავრის სამუშაო მახასიათებლების, წყობიდან გამოსვლის და ეფექტურობის, მიწისზედა სადგურების მიერ გამოყენებული სიმძლავრის და სიხშირის მონიტორინგის უზრუნველყოფა ან მოლაპარაკება უზრუნველყოფის შესახებ, იმ ხელისმომწერთა და მიწისზედა სადგურების სხვა მფლობელების მოღვაწეობის კოორდინაციის ჩათვლით, რომლებიც მონაწილეობენ ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფაში.
(a) მმართველი საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა ინტელსატის კოსმოსურ სეგმენტში გამოყენებული სიხშირეებისა და სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების განლაგების გეგმების შესახებ;
(b) ინტელსატის საოპერაციო ცენტრის და კოსმოსური ხომალდების მართვის ცენტრის ექსპლუატაცია;
(c) მმართველი საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემა მიწისზედა სადგურების აუცილებელი და დამატებითი სამუშაო მახასიათებლების შესახებ;
(d) არასტანდარტული მიწისზედა სადგურების მიერ ინტელსატის კოსმოსურ სეგმენტში შეღწევაზე განცხადების გაანალიზება;
(e) მმართველი საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის საწარმოო სიმძლავრის ერთეულების იჯარით მიცემა წვრილი მოიჯარეებისათვის;
(f) მმართველი საბჭოს დასამტკიცებლად, სისტემის საკოორდინაცო გეგმების (ქსელის კონფიგურაციის შესწავლის და კონტინგენციის გეგმების ჩათვლით), პროცედურების, ინსტრუქციების, ნორმებისა და სტანდარტების მომზადება და კოორდინაცია;
(g) სიხშირეებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, კოორდიანცია და გავრცელება ინტელსატის კოსმოსური სეგმენტში შეღწევის საშუალებების მქონე მიწისზედა სადგურებისათვის სიხშირეების დიაპაზონების გამოყოფის მიზნით;
(h) სისტემის სტატუსის (აქტუალური და დაგეგმილი სისტემის გამოყენებისათვის) შესახებ ანგარიშის მომზადება და გავრცელება;
(i) ხელისმომწერთა და სხვა მომხმარებელთა შორის ახალი სატელეკომუნიკაციო მომსახურების და მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
(j) ამ შეთანხმების XIV მუხლის (d) პარაგრაფის მიზნებისათვის, ინტელსატის ტექნიკური და საექსპლუატაციო მხარეებზე, ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის მოწყობლობისაგან დამოუკიდებელი კოსმოსური სეგმენტის წამოყენებული მოწყობილობის (ინტელსატის განლაგების გეგმის და სიხშირეების ჩათვლით) გავლენის გაანალიზება და სათანადო ანგარიშის მიწოდება მმართველთა საბჭოში;
(k) გენერალური მდივნისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სჭირდება მას მმართველთა საბჭოს წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულებისათვის ამ შეთანხმების A (24) პარაგრაფის შესაბამისად;
(l) რეკომენდაციების მიცემა გამოგონებებთან და სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით უფლებების შეძენის, გამხილების, გავრცელების და დაცვის შესახებ, საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-17 მუხლის შესაბამისად;
(m) მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელისმომწერთა და სხვების სარგებლობისათვის, ინტელსატის გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებების დარეგულირება საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-17 მუხლის გათვალისწინებით და ლიცენზირების შესახებ ინტელსატის სახელით ხელშეკრულებების დადება; და
(n) ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ექსპლუატაციასთან, ფინანსებთან, მომარაგებასთან, ხელმძღვანელობასთან და სხვა დამხმარე ღონისძიებებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება.
1) კონტრაქტში სამენეჯმენტო მომსახურების შესახებ შეიძლება შევიდეს ამ შეთანხმების XII მუხლის რეველანტური დებულებების შესრულების სათანადო პირობები, რომლებიც ითვლისწინებენ:
(a) ინტელსატის მიერ ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი იმ ხარჯების დაფარვა აშშ დოლარებში, რომლებიც იყო დოკუმენტირებული, იდენტიფიცირებული და სწორედ დახარჯული სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის მიერ კონტრაქტთან დაკავშირებით:
(b) სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარისათვის იმ ფიქსირებული ანაზღაურების გადახდას, ყოველწლიურად აშშ დოლარებში, რომელიც იყო შეთანხმებულ მმართველთა საბჭოს და მოიჯარეს შორის;
(c) ამ პარაგრაფის (ა) ქვეპუნქტში მითითებული ხარჯების პერიოდულ გადახედვას მმართველთა საბჭოს მიერ, სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარის კონსულტაციების დახმარებით;
(d) ინტელსატის სახელით კონტრაქტების დადებისას მოლაპარაკებების წარმოებას ინტელსატის მომარაგების პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად და ამ შეთანხმების და საექსპლუატაციო ხელშეკრულების რეველანტური დებულებების გათვალისწინებით;
(e) დადგენილებებს გამოგონებებთან და ტექნიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლებიც ეთანხმება საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-17 მუხლს;
(f) კოსმოსური სეგმენტის მოწყობილობის პროექტირებასა და დამუშავებებში მონაწილეობის მიღების მიზნით ხელისმომწერთა მიერ დასახელებული პიროვნებებიდან, მმართველთა საბჭოს მიერ სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარესთან ერთად შერჩეული ტექნიკური პერსონალის არსებობას;
(g) იმა, რომ დავა ან შეუთანხმებლობა ინტელსატის და სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარეს შორის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სამენეჯმენტო მომსახურების კონტრაქტთან დაკავშირებით, იქნება გადაჭრილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში, შერიგების წესების შესაბამისად; და
(h) სამენეჯმენტო მომსახურების მოიჯარეს მიერ მმართველთა საბჭოსათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეიძლება დასჭირდეს რომელიმე მმართველს მისი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დანართი C.
ამ შეთანხმების XVIII მუხლით და საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლით განსაზღვრული დავების გადაჭრასთან დაკავშირებული პროცედურების განმარტება
მუხლი 1
ამ შეთანხემბის XVIII მუხლის და საექპლუატაციო ხელშეკრულეის მე-20 მუხლის და დანართის დებულებები ეხება მხოლოდ ისეთ მოდავეებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ დანართის შესაბამისად ორგანიზებულ საარბიტრაჟო პროცესებში.
მუხლი 2
ამ დანართის დებულებების შესაბამისად ორგანიზებული, სამ წევრისაგან შემდგარი, საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ნებისმიერ იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც განსჯადია ამ შეთანხმების XVIII მუხლის, საესპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლის და დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
(a) შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის პირველი და ყველა მომდევნო რიგითი კრების დაწყებამდე, არაუგვიანეს ვიდრე, სამოცი დღით ადრე, თითოეულ შეთანხმების მონაწილეს შეუძლია წარადგინოს აღმასრულებელ ორგანოში ორი ან ორზე ნაკლები იმ იურისტ-სპეციალისტების გვარები, რომლებიც შეიძლებენ შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის ზემოაღნიშნული კრების დამთავრებიდან მომდევნო რიგითი კრების დაწყებამდე მუშაობდა იმ საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის ან წევრის სახით, რომელიც იქნება ორგანიზებული ამ დანართის შესაბამისად. ან ნომინაციის შემდეგ აღმასრულებელი ორგანო ამზადებს ყველა წარდგენილი პირების სიას და დაურთავს ამ სიას ყველა ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებსაც მიაწვდის მას მხარე, რომელმაც დაასახელა ზემოაღნიშნული კანდიდატურა, და გაავრცელებს ამ სიას ყველა შეთანხმების მონაწილეთა შორის იმ კრების დაწყებამდე არაუგვიანეს ვიდრე ოცდაათი დღით ადრე, სადაც განიხილება შესაბამისი საკითხები. თუ შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის კრების დაწყებამდე, სამოცი დღის განმავლობაში, გახდება ცხადი, რომ რაიმე მიზეზის გამო, კანდიდატის არჩევა ვერ მოხერხდება, იმ მხარეს, რომელმაც დაასახელა ეს კანდიდატი, შეუძლია შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეის კრების დაწყებამდე არაუგვიანეს ვიდრე, თოთხმეტი დღით ადრე წარმოადგინოს სხვა იურისტ-სპეციალისტის გვარი.
(b) ამ მუხლის (a) პარაგრაფით განმარტებული სიიდან, შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეამ უნდა აარჩიოს თერთმეტი პიროვნება, რომელიც შევა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში, საიდანაც იქნება არჩეული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც შეუძლია აარჩიოს თითოეული ზემოთ ნახსენები წევრის თანაშემწე. საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებმა და მათმა თანაშემწეებმა უნდა იმუშაონ ამ მუხლის (a) პარაგრაფში განმარტებული პერიოდის განმავლობაში. თუ ასეთი წევრი ვერ შეძლებს ნაფიც მსაჯულის ფუნქციების შესრულებას, მისმა თანაშემწემ უნდა შეცვალოს იგი.
(c) ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის არჩევის შემდეგ, რაც შეიძლება უფრო სწრაფად აღმასრულებელმა ორგანომ უნდა შეკრიბოს ნაფიც მსაჯულთა მთელი შემადგენლობა, თავმჯდომარის დანიშვნის მიზნით. ნაფიც მსაჯულთა კრების კვორუმს შეადგენს ცხრა მსაჯული თერთმეტიდან. უნდა დაინიშნოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი თავმჯდომარედ. კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სულ ცოტა ექვსმა წევრმა მისცა დადებითი ხმა იმ პირობით, რომ თითოეულ წევრს გააჩნია ერთი, მაგრამ თუ საჭიროა უფრო მეტი ხმა ფარული კენჭისყრაში. ასეთი წესით არჩეულმა თავმჯდომარემ, უნდა დაიკავოს თავმჯდომარის თანამდებობა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში ყოფნის მთელ დარჩენილ პერიოდზე. ნაფიც მსაჯულთა კრებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განიხილებოდეს, საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიზნებისათვის განკუთვნილი ინტელსატის ადმინისტრაციული დანახარჯების სახით.
(d) თუ მოხდა ისე, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრი და მისი თანაშემწეც ვერ შეძლებს თავისი ფუნქციების შესრულებას, შეთანხმების მონაწილეთა ასამებლეამ უნდა შეავსოს ვაკანსიები ამ მუხლის (a) პარაგრაფით განასაზღვრული სიიდან. თუ ამ შემთხვევის შემდეგ ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეამ ვერ შეავსო ვაკანსიები, ისინი უნდა იყოს შევსებული მმართველთა საბჭოს მიერ ამ მუხლის (a) პარაგრაფით განსაზღვრული სიიდან არჩევით, ამასთან თითოეულ მმართველს გააჩნია ერთი ხმა. ის პიროვნება, რომელიც იქნება არჩეული იმ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრის ან მისი თანაშემწის მაგივრად, რომლის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯერ არ არის გასული, იკავებს თანამდებობას მისი წინამოადგილის დარჩენილი ვადით. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანსია უნდა შეივსოს თვით მსაჯულთა მიერ ერთ-ერთი წევრის დანიშვნით იმ პროცედურის შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებს ამ მუხლის (c) პარაგრაფი.
(e) ამ მუხლის (b) და (d) პარაგრაფების თანახმად ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წევრთა და მათი თანაშემწეთა არჩევისას, შეთანხმების მონაწილეთა ასამბლეამ უნდა ეცადოს, რომ უზრუნველყოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ისეთი შერჩევა, რომ მათი გეოგრაფიული წარმომადგენლობა და ასევე იურიდიული სისტემები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, კარგად ასახავს შეთანხმების მონაწილეებს.
(f) ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ნებისმიერი წევრი ან მისი თანაშემწე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას საარბიტრაჟო პროცესში, მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ, უნდა გააგრძელოს თავისი ფუნქციების შესრულება, საარბიტრაჟო, პროცესის დასრულებამდე.
(g) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და ამ მუხლის (b) და (d) პარაგრაფების თანახმად ნაფიც მსაჯულთა და მათ თანაშემწეთა პირველი შემადგენლობის ფორმირებამდე წარმოშობილი ნებისმიერი დავა, იმ მოდავეთა შორის, რომლებიც მითითებულია ამ დანართის 1 მუხლში, მაშინ ამ დავის გადასაჭრელად ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობად უნდა გახდეს ის შემადგენლობა, რომლის ფორმირება გაკეთდა 1965 წლის 4 ივნისით დათარიღებული არბიტრაჟის შესახებ დამატებითი შეთანხმების მე-3 მუხლის (b) პარაგრაფის შესაბამისად. ამ შეთანხმების XVIII მუხლის, საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლის და დანართის მიზნებისათვის, ნაფიც მსაჯულთა ზემოაღნიშნულმა შემადგენლობამ უნდა იმოქმედოს ამ დანართის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 4
(a) ნებისმიერი მოსარჩელე, რომელიც მოითხოვს იურიდიული დავის გადაჭრას არბიტრაჟის გზით, უნდა უზრუნველყოს ყველა მოპასუხისათვის და აღმასრულებელი ორგანოსათვის დოკუმენტები, სადაც შევა:
(1) განცხადება, არბიტრაჟზე გამოტანილი დავის სრული აღწერით, მიზეზები, რის გამო შეიტანება სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ და მოსარჩელის მოთხოვნები;
(2) დოკუმენტი, სადაც აღწერილია, თუ რატომ წამოიჭრა ეს დავა, რომელიც ამ დანართის შესაბამისად უნდა იყოს გადაცემული საარბიტრაჟო სასამართლოში, და რატომ ფიქრობს მოსარჩელე, რომ ის მოთხოვნა, რომელსაც იგი უყენებს მოპასუხეს, შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ;
(3) დოკუმენტი, რომელიც ახსნის, რატომ არ შეუძლია მოსარჩელეს გადაჭრას ეს დავა სათანადო დროში მორიგებით ან სხვა რაიმე საშუალებით, რომელიც მოითხოვს უფრო მოკლე დროს;
(4) იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების XVIII მუხლის და საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლის შესაბამისად წარმოიშვა დავა, რომლის ამ დანართის შესაბამისად არბიტრაჟში გადაცემის მიზეზად გახდა შეთანხმება მოდავეთა შორის, ამ შეთანხმების დამამტკიცებელი საბუთები; და
(5) იმ პიროვნების გვარი, რომელსაც მოსარჩელე ნიშნავს არბიტრაჟის წევრის ფუნქციის შესასრულებლად.
(b) აღმასრულებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს შეთანხმების მონაწილეებს და ხელისმომწერებსა და ნაფიც მსაჯულთა თავმჯდომარეს ამ მუხლის (a) პარაგრაფის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.
მუხლი 5
(a) მოპასუხის მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის (a) პარაგრაფით განმარტებული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ სამოცი დღის განმავლობაში, მოპასუხე მხარეებმა უნდა დანიშნონ პიროვნება, არბიტრაჟის წევრის ფუნქციების შესასრულებლად. ამ პერიოდში, მოპასუხენი, ინდივიდუალურად ან ერთად, მიაწვდიან ყველა მოდავეს და აღმასრულებელ ორგანოს დოკუმენტს, სადაც დაფიქსირებულია მისი პასუხი ამ დანართის მე-4 მუხლის (a) პარაგრაფით განმარტებულ დოკუმენტებზე და შედის დავის საგნიდან გამომდინარე, მისი საწინააღმდეგო სარჩელი, აღმასრულებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს ზემოაღნიშნული დოკუმენტების ასლები.
(b) იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარეებმა ვერ გააკეთეს დროულად ზემოთ მითითებული დანიშვნა, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს ეს დანიშვნა იმ სპეციალისტებიდან, რომელთა გვარები იყო წარდგენილი აღმასრულებელ ორგანოში ამ დანართის მე-3 მუხლის (a) პარაგრაფის შესაბამისად.
(c) არბიტრაჟის ორივე წევრის დანიშვნის დღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, ისინი შეიძლება დათანხმდნენ მესამე პიროვნებაზე, რომელიც იქნება არჩეული ამ დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად ფორმირებული ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან და რომელიც შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს. თუ ზემოთ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, არბიტრაჟის ერთ-ერთმა დანიშნულმა წევრმა შეიძლება შეატყობინოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თავმჯდომარეს, რომელმაც ათი დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი, თავისი თავის გარდა, საარბიტრაჟოს სასამართლოს პრეზიდენტის ფუნქციების შესასრულებლად.
(d) საარბიტრაჟო სასამართლოს შემადგენლობის ფორმირება ამით იქნება დასრულებული.
მუხლი 6
(a) თუ ვაკანსია შეიქმნა საარბიტრაჟო სასამართლოში იმის გამო, რომ სასამართლოს პრეზიდენტმა ან დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს მოდავეთა კონტროლის ქვეშიდან გამოსვლა, ან სასამართლოს პროცესის არასწორის წაყვანა, ვაკანსია შეიძლება იყოს შევსებული შემდეგი დებულებების შესაბამისად:
(1) თუ ვაკანსიის მიზეზს წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის მიერ დანიშნული სასამართლოს წევრის გაწვევა, მაშინ ეს მხარე შეარჩევს მონაცვლეს ვაკანსიის შექმნის შემდეგ ათი დღის განმავლობაში;
(2) თუ ვაკანსიის მიზეზს წარმოადგენს თავმჯდომარის მიერ დანიშნული სასამართლოს პრეზიდენტის ან სხვა წევრის გაწვევა, მაშინ მონაცვლე უნდა იყოს არჩეული ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან, ამ დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად (ც) ან (ბ) პარაგრაფით განმარტებული გზით.
(b) თუ ვაკანსია შეიქმნა საარბიტრაჟო სასამრთლოს რაიმე მიზეზის გამო, რომელიც განსხვავდება ამ მუხლის (ა) პარაგრაფში აღწერილი მიზეზებისაგან, ან თუ ვაკანსია, შექმნილი აღნიშნული პარაგრაფის მიზეზით არ იყო შევსებული, მაშინ ტრიბუნალში დარჩენილებს აქვთ უფლება, ამ დანართის მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ერთ-ერთი მხარის თხოვნის შესაბამისად, გააგრძელონ სასამართლო პროცესი და გამოიტანონ საბოლოო გადაწყვეტილება.
მუხლი 7
(a) საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სხდომების ჩატარების ვადებისა და ადგილის შესახებ.
(b) სასამართლო პროცესი შეიძლება ჩატარდეს დახურულად, მაშინ მასთან დაკავშირებული ყველა მასალა უნდა იყოს კონფიდენციალური, ეს არ ეხება მხოლოდ ინტელსატს და იმ შეთანხმების მონაწილეებს, ვისიც დანიშნული ხელმომწერი ან იმ ხელისმომწერებს, რომლებიც იყვნენ დანიშნულნი იმ შეთანხმების მონაწილეებით, რომლებიც წარმოადგენენ ამ პროცესში მონაწილე მოდავეებს, რომლებსაც გააჩნია პროცესზე დასწრების და პროცესთან დაკავშირებულ მასალებთან მიდგომის უფლება. თუ ინტელსატი წარმოადგენს სასამართლო პროცესში მონაწილე მოდავეს, ყველა შეთანხმების მონაწილეს, და ყველა ხელისმომწერს, რომლებსაც გააჩნია პროცესზე დასწრების და პროცესთან დაკავშირებულ მასალებთან მიდგომის უფლება.
(c) იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა დავა საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენტურობის შესახებ, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განიხილოს ეს დავა და მიიღოს გადაწყვეტილება რაც შეიძლება უფრო ჩქარა.
(d) სასამართლო წარმოება უნდა მიმდინარეობდეს წერილობითი სახით და თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს უფლება წერილობითი ფორმით წარადგინოს სასამართლოში მოწმის ჩვენებები, რომლებიც უჭერენ მხარს მის მიერ განცხადებულ ფაქტებს და უპირატესობებს. მაგრამ, თუ საარბიტრაჟო სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, შეიძლება იყოს გამოთქმული აგრეთვე ზეპირი არგუმენტაციები და ჩვენებები.
(e) სასამართლო წარმოება უნდა დაიწყოს მოსარჩლის ვერსიის პრეზენტაციით, სადაც შევა მოსარჩლის არგუმენტები და მათთან დაკავშირებული ფაქტები და მოწმეების ჩვენებები და კანონიერი პრინციპების ფარგლებში პრეტენზიების დაკმაყოფილების საშუალებები. მოსარჩლის ვერსიას უნდა მოჰყვებოდეს მოპასუხის საწინააღმდეგო ვერსია. მოსარჩლეს შეუძლია წარმოადგინოს თავისი პასუხი მოპასუხის საწინააღმდეგო ვერსიაზე. დამატებით შეჯიბრებით ქაღალდებს საარბიტრაჟო სასამართლოში წარმოადგენენ მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი აუცილებლობის შესახებ.
(f) საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მოისმინოს საწინააღმდეგო სარჩელი, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს დავის საგნიდან და გააკეთოს სათანადო გადაწყვეტილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების XVIII მუხლით დ ასევე საექპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლით და დანართით.
(g) თუ სასამართლო პროცესის მსვლელობაში მოდავენი მივლენ შეთანხმებამდე, ეს შეთანხმება უნდა იყოს ჩაწერილი მოდავეთა შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ფორმით.
(h) ნებისმიერ დროს სასამართლო პროცესის მსვლელობაში, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია შეწყვიტოს სასამართლოს წარმოება, თუ მან გადაწყვიტა, რომ დავა არ შედის მის კომპეტენციის სფეროში ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების XVIII მუხლით და ასევე საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-20 მუხლით და დანართით.
(i) საარბიტრაჟო სასამართლოს განხილვები უნდა იყოს საიდუმლო.
(j) საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და მას უნდა დაემატოს წერილობითი დასკვნა (მოტივირება). ამ გადაწყვეტილებას უნდა დაუჭიროს მხარი სულ ცოტა ორმა წევრმა. იმ წევრს, რომელსაც გააჩნია სხვა აზრი, შეუძლია წარმოადგინოს თავისი აზრი, გამოხატული წერილობითი ფორმით, ცალკე.
(k) საარბიტრაჟო სასამართლო უგზავნის თავის გადაწყვეტილებას აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ავრცელებს მას შეთანხმების მონაწილეთა და ხელმომწერთა შორის.
(l) საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მიიღოს პროცედურის დამატებითი წესები, რომლებიც შეთავსებადია ამ დანართის წესებთან და აუცილებელია სასამრთლოწარმოებისათვის.
მუხლი 8
თუ ერთმა მხარემ ვერ წარმოადგინა თავისი ვერსია, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სასამართლოსაგან გადაწყვეტილების გამოტანა თავის სასარგებლოდ. სასამართლო, სანამ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას, უნდა დარწმუნდეს, რომ მას გააჩნია სათანადო კომპენსაცია, ხოლო კარგად საქმის ფაქტობრივი და იურიდიული მხარე კარგად არის დასაბუთებული.
მუხლი 9
(a) ნებისმიერი შეთანხმების მონაწილეს, რომლის დანიშნული ხელმისმომწერი გამოდის მოდავის სახით სასამართლო საქმეში, აქვს უფლება ჩაერთოს დავაში და გახდეს დამატებით მოდავედ სასამართლო საქმეში. დავაში ჩარევა უნდა მოხდეს ამის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიცემით საარბიტრაჟო სასამართლოსთვის და დანარჩენ მოდავეთათვის.
(b) ნებისმიერ სხვა შეთანხმების მონაწილეს, ხელისმომწერს ან ინტელსატს, თუ მიიჩნევს, რომ მას აქვს არსებითი ინტერესი საქმის გადაჭრასთან დაკავშირებით, შეუძლია მიმართოს თხოვნით სასამართლოს დავაში ჩარევაზე და დამატებითი მოდავედ გახდომაზე ნებართვის მიღების თაობაზე. თუ საარბიტრაჟო სასამართლო მიიჩნევს, რომ მთხოვნელს გააჩნია არსებითი ინტერესი საქმის გადაჭრასთან დაკავშირებით, მას შეუძლია ნებართვის გაცემა.
მუხლი 10
მოდავის თხოვნით ან თავისი ინიციატივით საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან მას.
მუხლი 11
თითოეულმა შეთანხმების მონაწილემ, ხელისმომწერმა ან ინტელსატმა უნდა მიაწოდოს საარბიტრაჟო სასამართლოს ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც მოითხოვს იგი, იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია საჭიროა დავის გარჩევის და გადაჭრის მიზნით, მიუხედავად იმისა გაკეთებულია ეს მოდავის თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით.
მუხლი 12
საქმის განხილვის მსვლელობაში საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოითხოვოს რომელიმე დროებითი ღონისძიების ჩატარება, თუ მისი აზრით დაიცავს მოდავეთა სათანადო უფლებებს.
მუხლი 13
(a) საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული:
(1) ამ შეთანხმებაზე და საექსპლუატაციო ხელშეკრულებაზე; და
(2) იურისპრუდენციის საერთო მიღებულ პრინციპებზე.
(b) საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ დანართის მე-7 მუხლის (g) პარაგრაფით მოდავეთა შორის გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის ჩათვლით, სავალდებულოა შესრულებისათვის ყველა მოდავესათვის და უნდა იყოს შესრულებული კეთილსინდისიერად. იმ შემთხვევაში, თუ ინტელსატი წარმოადგენს მოდავეს, და საარბიტრაჟო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მისი ერთ-ერთი ორგანოს გადაწყვეტილება არასამართლიანი, რადგან არ არის სანქციონირებული ამ შეთანხმებით და საექსპლუატაციო ხელშეკრულებით ან ამ შეთანხმების და საექსპლუატაციო ხელშეკრულების თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სავალდებულო შეთანხმების მონაწილესათვის და, ხელისმომწერისათვის.
(c) იმ შემთხვევაში, თუ დავა წარმოიშობა გადაწყვეტილების არსის ან მოქმედების სფეროსთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო სასამართლომ მოდავეთა თხოვნით უნდა განმარტოს იგი.
მუხლი 13
თუ საქმესთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სასამართლო არ განმარტავს სხვანაირად, არბიტრაჟთან დაკავშირებული ხარჯები, სასამართლოს წევრთა ანაზღაურების ჩათვლით, განაწილდება თანაბრად ყველა მხარეზე. თუ მხარე შედგება ერთზე მეტი მოდავესაგან, ამ მხარის წილი სასამართლოს მიერ იქნება განაწილებული ამ მხარის მოდავეთა შორის. თუ ინტელსატი წარმოადგენს მოდავეს, მისთვის სასამართლოს წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განიხილოს როგორც ინტელსატის ადმინისტრაციული დანახარჯები საექსპლუატაციო ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიზნებისათვის.
დანართი D.
გარდამავალი დებულებანი
1) ინტელსატის მოღვაწეობის უწყვეტობა (მონაცვლეობა)
კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის დროებითი კომიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მიღებული დროებითი შეთანხმების და სპეციალური შეთანხმების შესაბამისად, და რომელიც შედის ძალაში ამ შეთანხმებების დასრულებასთან ერთად, უნდა დარჩეს სავსებით სამართლიანი მანამ, სანამ იგი არ იქნება განახლებული ან ანულირებული ამ შეთანხმების ან საექსპლუატაციო ხელშეკრულების პირობების თანახმად ან მათი შესრულების გამო.
2) ხელმძღვანელობა
იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება უშუალოდ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაციამ უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ინტელსატის კოსმოსური სეგმენტის დაპროექტებასთან, დამუშავებასთან, კონსტრუირებასთან, შექმნასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოების ხელმძღვანელის სახით იმავე პირობებით, რომლებიც იყო სათანადო დროებითი შეთანხმების და სპეციალური შეთანხმების შესაბამისად ფუნქციების შესრულებისას. თავისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, იგი ექვემდებარება ამ შეთანხმების და საექსპლუატაციო ხელშეკრულების ყველა რელევანტურ დებულებას და განსაკუთრებით მმართველთა საბჭოს გენერალურ პოლიტიკას და სპეციალურ დადგენილებებს, სანამ:
(1) მმართველთა საბჭო არ დაადგენს, რომ აღმასრულებელი ორგანო მზად არის ამ შეთანხმების XII მუხლის შესაბამისად აღმასრულებელი ორგანოს ყველა ან გარკვეული ფუნქციის შესრულებაზე ვალდებულების აღებისთვის, და ამ დროისათვის კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაცია მოიხსნის თავის ვალდებულებებს თითოეულ იმ ფუნქციის შესრულებაზე, რომლებიც იყო დაკისრებული მასზე აღმასრულებელი ორგანოს მიერ; და
(2) არ შევა ძალაში ამ შეთანხმების XII მუხლის (a)(ii) ქვეპარაგრაფში მითითებული კონტრაქტი სამენეჯმენტო მომსახურების შესახებ, და არ იქნებ ანულირებული ამ პარაგრაფის დებულებები და არ ამოქმედდება ფუნქციები, გათვალისწინებული ამ კონტრაქტით.
1) რეგიონალური წარმომადგენლობა
ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან გენერალური მდივნის მიერ თავისი თანამდებობის დაკავების დღემდე ამ შეთანხმების IX მუხლის (c) პარაგრაფის შესაბამისად უფლებების მინიჭება ხელისმომწერთა ნებისმიერი ჯგუფისათვის, რომელიც ცდილობს მართვის საბჭოში შესვლას ამ შეთანხმების IX მუხლის (a)(iii) ქვეპარაგრაფის თანახმად, ამოქმედდება კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაცის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე.
3) პრივილეგიები და იმუნიტეტი
შეთანხმების მონაწილეთა სტატუსი, ვრცელდება იმ პიროვნებებზე ან ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ დროებითი შეთანხმების მონაწილეების უფლებათა მემკვიდრეებს იმ დღემდე, სანამ შეთანხმება მთავარი ოფისის შესახებ და პროტოკოლი არ ამოქმედდება ისე, როგორც ითვალისწინებს ამ შეთანხმების XV მუხლი. ის პრივილეგიები, განთავისუფლებები და იმუნიტეტი, რომლებიც ვრცელდებოდა შეთანხმების მონაწილეებზე, დაუყოვნებლივ, ამ შეთანხმების ამოქმედებამდე, ვრცელდება კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის კორპორაციაზე, სპეციალური შეთანხმების ხელისმომწერებზე, კავშირგაბმულობის სატელიტური ქსელის დროებით კომიტეტზე და ამ ორგანიზაციებში წარმომადგენლებზე.
დანართი (ა)
მიიღება რა მხედველობაში ის, რომ ხელშეკრულება შეეხება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატს“, რეგისტრირებულს 1971 წლის 20 აგვისტოს, ვაშინგტონში, რომლის ხელმომწერი შეიძლება გამხდარიყავით ცხრა თვის განმავლობაში,
აგრეთვე ის, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 19 მუხლის (გ) პუნქტის თანახმად, აღნიშნული პერიოდიდან ხელშეკრულება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც წარმოადგენს გლობალური სატელიტურ-სატელეკომუნიკაციო სისტემის დროებითი ხელშეკრულებების ნაწილს, რომელიც რეგისტრირებულია 1964 წლის 20 აგვისტოს, ვაშინგტონში და რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრია,
სახელმწიფო _______ სახელმწიფოს სახელი, რომელიც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი სახელმწიფოა (ან გახდა დროებითი ხელშეკრულებების დამფუძნებელი გლობალური სატელიტურ-სატელეკომუნიკაციო სისტემისათვის), და რომელიც ითვალისწინებს და ამტკიცებს ხსენებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო სატელიტური სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია ინტელსატისათვის, ხდება მისი წევრი და თავის თავზე იღებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
ყოველივეს დასტურად, მე ____________(სახელი და თანამდებობა), _____________ (სახელმწიფოს სახელი), სახელით მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს ____________ თარიღი,
სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის მეთაურის ან საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერა
საჭიროების შემთხვევაში ბეჭედი
საჭიროების შემთხვევაში კონტრხელმოწერა
დანართი (ბ)
დიპლომატირუი შენიშვნის ნიმუში, რის მიხედვითაც სახელმწიფო თავის სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციას გადასცემს ხელმომწერის უფლებას
ქალბატონო
თარიღი
მაქვს პატივი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულება (რომელიც რეგისტრირებულია 1971 წლის 20 აგვისტოს ვაშინგტონში) მე-2 მუხლის, ბ პუნქტის დებულების თანახმად ვაცნობო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას __________ (სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის სახელი საზოგადო ან კერძო სატელეკომუნიკაცო ორგანიზაცია), იმავე თარიღით რეგისტრირებულ საოპერატორო ხელშეკრულების ხელმომწერია.
კიდევ ერთხელ გარწმუნებთ ჩემს ღრმა პატივისცემაში თქვენდამი.
(მთავრობის ან ვაშინგტონის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი)
საპატიო სახელმწიფო მდივანი
ვაშინგტონი
დანართი (გ)
სახელმწიფოს მიერ პირის უფლებამოსილების სერთიფიკატის ნიმუში საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით საოპერატორო ხელშეკრულების ხელმოსაწერად
________________ (სახელი და თანამდებობა)
________________ (ქვეყანა), ადასტურებს, რომ
________________ (სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია) -ის სახელით მთლიანად უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს,
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია „ინტელატ“-თან (რეგისტრირებულია ვაშინგტონში 1971 წლის 20 აგვისტოს) დაკავშირებულ საოპერატორო ხელშეკრულებას.
სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის ვალდებულებებზე ___________
(ქვეყანა),
აღნიშნულ დოკუმენტს ვადასტურებ ხელმოწერითა და ბეჭდით
ქალაქი ___________
_____ თარიღი
(ხელმოწერა) ________________
(ხელმომწერი პირი სახელი და თანამდებობა)
(ბეჭედი)
ასლი ეგზავნება ინტელსატის გენერალურ დირექტორს
დანართი (დ)
სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიერ გაცემული სერთიფიკატის ნიმუში, რომელიც ადგილობრივი იურისდიქციის ქვეშ მდგომი კერძო შიდა კომპანიის კანონით, უფლებამოსილებას აძლევს ინდივიდუალურ პირს ხელი მოაწეროს საოპერატორო ხელშეკრულებას
(გამოიყენება მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ უფლებამოსილი ხელმომწერი იქნება კერძო კომპანია, კომბინირებული სახელმწიფო და კერძო კომპანია, ან ნებისმიერი სახის სხვა კომპანია, რომელზეც სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი
(სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის კანცელარია)
თარიღი
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაცია „ინტელსატ“-თან დაკავშირებული ხელშეკრულების მეორე მუხლის ბ პუნქტის თანახმად (რეგისტრირებულს 1971 წლის 20 აგვისტოს ვაშინგტონში) და ამავე ორგანიზაციის წევრად გახდომის მიზნით _____ (სახელმწიფოს სახელი) მთავრობა, ასახელებს სატელეკომუნიკაციო ორგანიზაცია ___________ (სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის სახელი), რომელიც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია „ინტელსატთან“ დაკავშირებულ საოპერატორო ხელშეკრულებას, რომელიც რეგისტრირებულია იმავე დღეს.
წინამდებარე დოკუმენტი იქმნება, როგორც დასახელებული სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი საბუთი საოპერატორო ხელშეკრულების ხელმოსაწერად.
ორგანიზაციის წარმომადგენლის სახელი და თანამდებობა
გენერალური დირექტორი ინტელსატი
დოკუმენტის კომენტარები