დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზა" |
| მიღების თარიღი | 27/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 020211, 02/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზის“ კრების მოწვევის თაობაზე
2011 წლის 20 თებერვალს, დღის 12 საათზე, თბილისში, იუმაშევის ქ. №4-ში, საზოგადოების ადმინისტრაციულ კორპუსში, მოწვეულია სს „თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2010 წ-ის 17 იანვარი.
დღის წესრიგი:
ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოში
დღის წესრიგის გამო დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორატში, განმარტებების მისაღებად მოთხოვნა დირექტორატის წინაშე დაყენებული უნდა იქნეს წერილობით, კრებამდე 10 დღით ადრე, ანუ 2010 წ-ის 7 თებერვლამდე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში 2010 წ-ის 15 იანვრის 18 საათის მდგომარეობით.
აქციონერების კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ რეგისტრატორთან, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 74ა, ტელ.: 225-351, 913-142.
დირექცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები