თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 25/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016042
  • Word
59
25/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
010250020.35.160.016042
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №59

 2011 წლის 25 იანვარი

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი:

„11. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი“.

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-8 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი:

„11. სამსახურში ფუნქციონირებს განყოფილებები:

 ა) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

 ბ) ბიუჯეტის დაგეგმარების და სახაზინო განყოფილება.“

    მუხლი 4

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-8 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე და ორი განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი.“.

    მუხლი 5

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-8 მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„6. ბიუჯეტის დაგეგმარების, ფორმირების და სახაზინო ფუნქციების განხორცილებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო განყოფილების უფროსს.“.

    მუხლი 6

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დანართის მე-8 მუხლის მეშვიდე პუნქტი ამოღებულ იქნეს.                             

    მუხლი 7

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე                                                                   კ. ბარათაშვილი