დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340000000.10.003.016197 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №36
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით (სსმ, 2009 წელი, №20, მუხლი 224) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;
ზ) წარმოადგენს სამინისტროს ან ანიჭებს სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
თ) განსაზღვრავს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვის სფეროში;
ი) დადგენილი წესით წარადგენს სამინისტროს მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემაში შემავალ მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;
ნ) პასუხს აგებს სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის;
ო) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს, პრემიის, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარების რაოდენობას;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ჟ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
რ) ითანხმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის დანიშვნას;
ს) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.“.
2. მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სურსათის ეროვნული სააგენტო.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები