დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "შპს "ენგურჰესის" სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.016196 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №35
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
,,შპს ,,ენგურჰესის’’ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,შპს ,,ენგურჰესის’’ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №81 დადგენილებით (სსმ III, 2010 წელი, №31, მუხლი 459) დამტკიცებულ შპს ,,ენგურჰესის’’ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელების სპეციალურ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
,,დანართი №1
შპს ,,ენგურჰესის’’ და შპს ,,ვარდნილჰესების კასკადის’’ მიერ 2011 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ჩამონათვალი
|
| შპს ,,ენგურჰესი’’ |
|
| საქონელი |
| 1 | მაღალი ძაბვის შემზღუდავების შესყიდვა |
| 2 | მაღალი ძაბვის შემყვანების შესყიდვა |
| 3 | ტუმბოებისა და ელ. ძრავების შესყიდვა |
| 4 | ლიფტების შესყიდვა |
| 5 | ხანძარქრობი სისტემა "სერჟის" შეძენა |
| 6 | საწვავ-საცხი მასალების შესყიდვა |
| 7 | ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა |
| 8 | ტურბინის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა |
| 9 | გენერატორის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა |
| 10 | ძალოვანი ტრანსფორმატორის გაცივების სისტემისათვის ვენტილიატორების შესყიდვა |
| 11 | 500 - 110 კვ საჰაერო ამომრთველების სათადარიგო ნაწილების შესყიდვა |
| 12 | მზომი ხელსაწყოების შესყიდვა |
| 13 | ავტომატებისა და გამშვები მოწყობილობების შესყიდვა |
| 14 | საღებავების შესყიდვა |
| 15 | სხვადასხვა დიამეტრის ფოლადისა და პლასტმასის მილების შესყიდვა |
| 16 | სხვადასხვა ტიპის საკისრების შესყიდვა |
| 17 | სხვადასხვა დიამეტრის საკვალთების შესყიდვა |
| 18 | სამეურნეო ინვენტარის შესყიდვა |
| 19 | თერმოსიგნალიზატორების ТКП-160Сг-УХЛ 0÷1200С შესყიდვა |
| 20 | ელექტროკონტაქტიანი მანომეტრების შესყიდვა (ЭКМ-1У 5-40 кгс/см2 ) |
| 21 | ხანძარქრობის ინვენტარის შესყიდვა |
| 22 | 220 კვ-ის გამთიშველების ამძრავების შესყიდვა |
| 23 | ეგხ ,,კავკასიონის’’ მაშუნტირებელი რეაქტორის სარეზერვო ფაზის შესყიდვა |
| 24 | არტეზიული ტუმბოების შესყიდვა |
| 25 | ავტოტრანსპორტისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების შეძენა |
| 26 | ზეთის გამწმენდი მოწყობილობის შეძენა |
| 27 | ხანძარქრობის სისტემის დამატებითი წყლით მომარაგება |
| 28 | უჟანგავი ფოლადის ელექტროდების შესყიდვა |
| 29 | საკაბელო პროდუქციის შეძენა |
| 30 | აღგზნების მართვისა და სარელო დაცვის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა |
| 31 | შლაგბაუმების შესყიდვა |
|
|
|
|
| მომსახურება |
| 1 | ჰიდროაგრეგატების №2,3,4,5 მიმდინარე რემონტები |
| 2 | ჰიდროაგრეგატების ბალანსირება |
| 3 | ძალოვანი ტრანსფორმატორების, ავტოტრანსფორმატორების, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვები და ენერგეტიკული ზეთების ქრომატოგრაფიული და ელექტრული ანალიზი |
| 4 | ელექტრო მოწყობილობების თერმოგრაფიული გამოკვლევები ღ.გ.მ. და დ.გ.მ. |
| 5 | საჰაერო და საგენერატორო ამომრთველების რემონტები (500,220,110,35, 20კვ) |
| 6 | მაღალი წნევის კომპრესორების რემონტი |
| 7 | მთავარ გამანაწილებელ მოწყობილობებზე (გაწმენდა, შეღებვა) ანტიკოროზიული სამუშაოების ჩატარება |
| 8 | ზეთის მეურნეობის რემონტი |
| 9 | საქარხნო სამუშაოები (ძირითადი და დამხმარე მოწყობილობებისათვის დეტალების დამზადება, ძრავების გადახვევა, მეტიზების დამზადება) |
| 10 | სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება |
| 11 | შეფ-ინჟინრების მომსახურება |
| 12 | მყვინთავების მომსახურება |
| 13 | გვირაბის ჰიდროლოგიური კვლევების ჩატარება |
| 14 | გეოდეზიური გაზომვების ჩატარება თ\კაშხალზე |
| 15 | ქიმიური სუფოზიის კვლევა თ\კაშხალზე |
| 16 | დაკვირვებების ჩატარება კაშხლის ფუძესა და ტანის გადაადგილებაზე |
| 17 | კაშხალზე ჰიდროტექნიკური მახასიათებლების მრავალწლიან გამოკვლევათა ანალიზის ჩატარება |
| 18 | მეწყერსაშიში უბნების გამოკვლევა საინსპექციო გზის გასწვრივ და ხოკოს ფერდობზე |
| 19 | გეოდეზიური ქსელის მოწყობა მდინარე ოლორისა და ერისწყლის გადასასვლელზე |
| 20 | ჰეს-ის შესასვლელი გვირაბის თაღის მოპირკეთების პროექტის შედგენა |
| 21 | მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღება |
| 22 | სადეზინფექციო მომსახურება |
| 23 | სამთო მაშველის პერსონალის გადამზადება |
| 24 | სამთო მაშველის ინვენტარის იჯარა |
| 25 | პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა |
| 26 | საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებისა და ელ. მოწყობილობების რემონტი |
| 27 | ელექტროენერგიის აღრიცხვის რეაბილიტაცია |
| 28 | ეგხ "ეგრისი-1" და "ეგრისი-2"-ის ურთიერთგანმხოლოება |
| 29 | 2 ატ ავტოტრანსფორმატორის კაპიტალური შეკეთება |
| 30 | 35/10 კვ-ის ქვესადგურის კაპიტალური რემონტი დას. საბერიოში |
| 31 | ტერბინის ხუფისა და ღერძის ტრანსპორტირება ქარხანაში და უკან ჩამოტანა |
| 32 | ლიფტების სათავსებში დაღარული ფურცლოვანი რკინისა და შველერების შეცვლა სამივე შახტის ქვეშ |
| 33 | დისკური საკეტის სათავსში განათების რეაბილიტაცია |
| 34 | არტ. ტუმბო №3- ის კაპ. შეკეთება |
| 35 | საკვალთის დამონტაჟება ხუთივე ჰ.ა-ის ტექ. წყალმომარაგების განტვირთვის მილზე |
| 36 | №2-5 სფერულ საკეტებზე საკვალთების შეცვლა |
| 37 | სატაკელაჟო მომსახურების შესყიდვა |
| 38 | მძიმე გაბარიტული ტვირთების გადაზიდვა |
| 39 | სატვირთო შახტის ჯოჯგინა ამწის შეკეთება |
| 40 | დაკიდული ურიკა 2X10-ის კაპიტალური შეკეთება |
| 41 | ლიფტის შემოღობვის აღდგენა (№2 შახტაში) |
| 42 | ტრანსფორმარების შეკეთება |
| 43 | შლაგბაუმების დამონტაჟება ჰესის შესასვლელში |
| 44 | №1,2,3,4 და 5 დისკურ საკეტებზე სვლის შემზღუდველისა და სარქველების შესყიდვა |
| 45 | სამთო მაშველის პერსონალის გადამზადება |
| 46 | ხანძარქრობის სისტემა ,,სერჟის’’ მონტაჟი |
| 47 | მდინარე ცაღრას წყალმომარაგების ორი V=250მ რეზერვუარის გასუფთავება-აღდგენა |
| 48 | 200/6,3 ტ. ტვირთამწეობის ჯოჯგინა ამწისა და 100/20 ტ. ტვირთამწეობის ხიდურა ამწის კაპ. რემონტი |
| 49 | მე-20 და 21-ე სექციის სარემონტო ავარიული Ф=5,0მ, H=81მ (0,4X0,7X182,7) სახშობი ბრტყელი საკეტისა და მათი კორპუსების, შემამჭიდროებელი სისტემის რეკონსტრუქცია |
| 50 | მე-20 და 21-ე სექციის სარემონტო-ავარიული საკეტის (1200X100X1000)X5,4 ჰიდროცილინდრის და ბრტყელი სახშობი საკეტის მანევრირების მოწყობილობის რემონტი |
| 51 | №2 წყალმიმღების 7,0X105X4,0 საკეტის რეკონსტრუქცია |
| 52 | ზედაპირული წყალსაგდების მუშა და სარემონტო ავარიული საკეტების შემჭიდროების სისტემის გამოცვლა |
| 53 | მე-40 სექციაზე განთავსებული ამწის რემონტი |
| 54 | წყალსაცავისა და წყალჩამქრობი ჭის დალამვის დადგენა |
| 55 | კაშხლის ტანიდან სამეურნეო ეზოს წყალმომარაგებისათვის და სახანძრო უსაფრთხოებისათვის წყალსადენის მაგისტრალის საპროექტო გადაწყვეტილების მიღება და მონტაჟი |
| 56 | კომპრესორების რემონტი |
| 57 | გადასატანი შესადუღებელი აპარატის რემონტი |
| 58 | სათვალთვალო კამერების მოწყობა |
| 59 | წყალჩამქრობ ჭაში არსებული ფილტრაციული ნაკადის მილის დაგრძელება და დაგმანვა |
| 60 | ცაღრის წყალმომარაგების მაგისტრალის და სათავე ნაგებობის მიმდინარე რემონტი |
| 61 | თაღოვანი კაშხლის მიწისქვეშა კონტურში პიეზომეტრების რეაბილიტაცია |
| 62 | უქმი წყალსაშვის №17 სექციის კორპუსის, ფარების და შემჭიდროების რემონტი |
| 63 | უქმი წყალსაშვის ფარების ბაიპასირების სისტემის რეკონსტრუქცია |
| 64 | საბროკერო მომსახურება |
| 65 | თაღოვანი კაშხლის ელ. მომარაგების რეაბილიტაცია |
|
|
|
|
| შპს ,,ვარდნილჰესების კასკადი’’ |
|
| საქონელი |
| 1 | აგრეგატების, ელექტრომაგნიტური მოწყობილობების სათადარიგო ნაწილების შეძენა |
| 2 | კომპრესორების შეძენა |
| 3 | ორგტექნიკის შეძენა |
| 4 | ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა |
|
|
|
|
| მომსახურება |
| 1 | ამომრთველების, მცველების, გამზომი ტრანსფორმატორების შეძენა, მონტაჟი |
| 2 | არსებული ტრანსპორტის რემონტი |
| 3 | ძირითადი მოწყობილობების კაპიტალური და მიმდინარე რემონტები |
| 4 | ეგხ ,,ეგრისი-1" და ,,ეგრისი-II"-ის გამიჯვნა (მოწყობილობების შეძენა-მონტაჟი) |
| 5 | ამწე-მექანიზმების მონტაჟი |
| 6 | სადეზინფექციო მომსახურება.’’. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები