"ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016190
  • Word
29
21/01/2011
ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
010220030.10.003.016190
"ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 29

2011 წლის 21 იანვარი

. თბილისი

ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის 373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის 373 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, 162, მუხლი 2290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კომისია განსაზღვრავს ობიექტის მაქსიმალურ ფასს, ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, და ობიექტის შეფასების კრიტერიუმების წონებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კრიტერიუმებსა და მათ წონებს. დამატებითი კრიტერიუმი შესაძლებელია გახდეს ობიექტის კონკურსიდან მოხსნის საფუძველი.”.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ბ” და გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ან მისი ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);”;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადას განსაზღვრავს კომისია.”;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სამდივნო უზრუნველყოფს წარდგენილი დოკუმენტაციის პირველად ექსპერტიზას, რაც გულისხმობს ობიექტის შესახებ საკონკურსო განაცხადში მოყვანილი ინფორმაციის საკონკურსო კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას. განაცხადის საკონკურსო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ამზადებს დოკუმენტაციას კომისიისათვის წარსადგენად. სამდივნო სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პორტალის/ვებგვერდის საშუალებით უზრუნველყოფს დოკუმენტაციის პირველადი ექსპერტიზის შედეგების საჯაროობას.”.

3. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საკონკურსო კრიტერიუმები”;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კომისია აწარმოებს კერძო სახლის” ტიპის ობიექტების პირველად შეფასებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:”.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

51. ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნის შესახებ პრეტენდენტს ეცნობება წერილობით. წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 1 კვირაში პრეტენდენტი უზრუნველყოფს ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენას (თუ აღნიშნული დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი საკონკურსო განაცხადთან ერთად).”.

5. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. გამარჯვებულად მიიჩნევა საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლის მქონე ის ობიექტი, რომლის შესახებაც არსებობს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნა და პრეტენდენტს წარდგენილი აქვს ამ ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ნ. გილაური