დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050020.10.003.016186 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №25
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №94, მუხ. 1066) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის 41, 43, 44 და 45 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-9 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ დებულების 21 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2012 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები