"მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"

  • Word
"მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 280111, 28/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016025
  • Word
4
18/01/2011
ვებგვერდი, 280111, 28/01/2011
040090000.32.057.016025
"მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2011 წლის   18    იანვარი

ქ. ბათუმი

მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                                                                             . ვარშალომიძე

 

მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და არეგულირებს მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შემდგომში ქონება) განკარგვის წესსა და პირობებს.

2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძ­ველზე ახორციელებს ქონების გასხვისებას.

3.  მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მიეცემათ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.

4.  მესამე პირები ქონების პრივატიზებას ახორციელებენ საჯარო აუქციონის ფორმით.

5. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ინიცირების უფლება აქვს მესამე პირს.

    მუხლი 2. მესამე პირის მიერ სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის წესი

1. მესამე პირს უფლება აქვს ქონების პრივატიზების მიზნით  განცხადებით მიმართოს სამინისტროს.

2. მესამე პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მესამე პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე.

3. სამინისტროს მიერ სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში აცნობებს დაინტერესებულ პირს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და დებს შესაბამის გარიგებას.

    მუხლი 3. მესამე პირებთან გარიგებათა გაფორმების წესი 

1. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების მხარეები, შინაარსი და ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაეცეს მესამე პირს.

2. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე პირის მიერ მისაღები შემოსავლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საფასურის 10%-ს.

3. მესამე პირი ვალდებულია საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზება განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.