დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 010211, 01/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016028 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 24 იანვარი
ქ. ქარელი
„ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №17 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ.თ“ ქვეპუნქტი:
„ლ.თ) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:
,,თ) ზედამხედველობის სამსახური“.
გ)დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
,,9. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები