დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016021 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 21 იანვარი
ქ. სამტრედია
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას.”.
2. მე-11 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში.”.
3. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ჯვარშეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები