დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 010211, 01/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016028 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2011 - 29/04/2011)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2011 წლის 21 იანვარი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილე ბულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №7/5 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.
4. სამსახურს, ასევე მის განყოფილებას, აქვს შტამპი, ბლანკი და ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან – განყოფილებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) ლტოლ ვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს მისი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ვ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის, საბინაო, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობას;
ზ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;
თ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; მიზნობრივი ჯგუფების (პენსიონრების, შეზღუდული შესაძლებლობის პირების ) საჭიროების შესწავლა, მოგვარების გზების ძიება და სხვადასხვა ხასიათის დახმარების პროგრამების შემუშავება;
ი) მუნიციპალიტეტ ის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა სა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
ლ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზებას; დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას და მოწმობების გაცემის კომპანიის ორგანიზებულად ჩატარებაში ხელშეწყობას;
მ) დევნილთა პრობლემატური საკითხების წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენას; დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვას და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას; სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით კერძო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ნ) სამზრუნველო ქსელის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონი სძიებების გატარებას;
ო) ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
პ ) შრომის ბაზრის ანალიზს და შესაბამ წინადადებათა მომზადებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4. სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის ლტოლ ვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) დევნილთა მოსახლეობის განცხადებების, წინადადებების, საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზებას;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზებას; დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას და მოწმობების გაცემის კა მპანიის ორგანიზებულად ჩატარებას;
გ) დევნილთა პრობლემატური საკითხების წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენას; დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვას და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლას; სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით კერძო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5 . სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულება საკრებულოს წარედგი ნება გამგეობის მიერ, ხოლო მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
მუხლი 6. სამსახურის რეორგანიზაცია
გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები