"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

  • Word
"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 010211, 01/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
21/01/2011
ვებგვერდი, 010211, 01/02/2011
010260020.35.108.016026
"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/02/2011 - 29/04/2011)

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 6                                    

2011 წლის 21 იანვარი

სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ” დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე        ბ. ნარმანია

დანართი 1

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის

სამსახურის დებულება

მუხლი 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.

4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103.

     მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს მისი მოადგილე ან ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

     მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

გ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ე) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ვ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

ზ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევა ;

თ) მუნიციპალიტეტის მა შტაბით სპორტულ შეჯიბრებების მოწყობა ; მასობრივი სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია ;

ი) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

კ) საჭირო შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების მოწვევა ;

ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადად ბების მომზადება და წარდგენა ;

მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია ;

 ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4 . სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. სამსახურის დებულება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

    მუხლი 5. სამსახურის რეორგანიზაცია

გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.