დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 020211, 02/02/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016015 |
ერთობლივი კომუნიკე
დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის
საქართველომ და კენიის რესპუბლიკამ, შემდგომში „მხარეებად” წოდებულებმა,
ხელმძღვანელობენ რა ორმხრივი სურვილით, განავითარონ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება ამ ორი სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საყოველთაო მშვიდობას,
ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და მიზნებით, და აგრეთვე დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციითა და საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963 წლის ვენის კონვენციით,
სურთ რა განავითარონ ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაურღვევლობის და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე,
გადაწყვიტეს დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე და დაამყარონ საკონსულო ურთიერთობები ამ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის თარიღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2010 წლის 2 ივლისს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
საქართველოს სახელით კენიის რესპუბლიკის სახელით
მისი აღმატებულება ბატონი მისი აღმატებულება ბატონი
ალექსანდრე ლომაია ზაქარი მუბური მუიტა
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,
საქართველოს კენიის რესპუბლიკის
მუდმივი წარმომადგენელი მუდმივი წარმომადგენელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები