დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 310111, 31/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.167.016031 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/01/2011 - 31/03/2011)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 21 იანვარი
ქ.ლაგოდეხი
ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შემოღებულ იქნეს ქონების გადასახადი.
2. განისაზღვროს ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 აპრილის №13 დადგენილება „ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გოზალიშვილი
დანართი
ქონების გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განსაზღვრულია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ით.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განსაზღვრულია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ით.
მუხლი 3
ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:
1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1%.
2. 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9%.
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადი 1ჰა-ზე გაანგარიშებით დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით და განსაზღვრულია:
ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის მიწის ხარისხის მიხედვით:
კარგი – 86 ლარი;
მწირი – 65 ლარი.
ბ) ბუნებრივი სათიბებისათვის – 18 ლარი;
გ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 20 ლარი;
დ) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 15 ლარი;
ე) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 16 ლარი.
4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადი 1 კვ.მ-ზე გაანგარიშებით გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0,24 ლარი) და ტერიტორიული კოეფიციენტის (0,3) გათვალისწინებით შეადგენს 0,072 ლარს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები