დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250111, 25/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.137.016015 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 18 იანვარი
დაბა ადიგენი
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილების მე-9 მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამგებელს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი“.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ენდელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები