დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250111, 25/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.137.016014 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/01/2011 - 06/01/2012)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 18 იანვარი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართელოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №30 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ენდელაძე
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა
მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისავის.
მუხლი 2. ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ათას ხუთასი)ლარის ოდენობით;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ბითლი ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000 (თორმეტი ნებართვისათვის:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ბ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე – 0,50 ლარის ოენობით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 10 (ათი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები