დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250111, 25/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016028 |
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 18 იანვარი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამარტივებული შესყიდვის პროცედურების განხორციელების შესახებ, ან მისი განხორციელების უფლება მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი; “.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები