დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250111, 25/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.151.016024 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 5
2011 წლის 18 იანვარი
დ. სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუნლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების დანართი №4 (7.07.2010, №476) და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №27 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი(ლარი) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 3 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 4 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 5 | საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსი | 500 |
| 6 | უმცროსი საჯარო თანამდებობა მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 7 | უმცროსი საჯარო თანამდებობა წამყვანი სპეციალისტი | 380 |
| 8 | უმცროსი საჯარო თანამდებობა უფროსი სპეციალისტი | 350 |
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები