„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250111, 25/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016022
  • Word
3
18/01/2011
ვებგვერდი, 250111, 25/01/2011
010250040.35.151.016022
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 3

 2011 წლის 18 იანვარი

დ. სტეფანწმინდა

„ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს 11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №11 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულია;

2. 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულია;

3. 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„2) ახლად არჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, საკრებულოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით იღებს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე;

3) ახლად არჩეულ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე განკარგულებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.

4. 66-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                       გ. მალანია