„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250111, 25/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016021
  • Word
2
18/01/2011
ვებგვერდი, 250111, 25/01/2011
010260020.35.151.016021
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 18 იანვარი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება“.

3. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგეობის ტერიტორიული ორგანოს (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) რწმუნებული უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“.

4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მე-5 პუნქტი:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო და გველეთი).

ბ) სნოს ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი, ართხმო).

გ) სიონის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი);

დ) გორისციხის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი, ყანობი).

ე) კობის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, აბანო, ალმასიანი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა, კართსოფელი).

ვ) გუდაურის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე).

5. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე“.

6. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში.“.

7. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში“.

8. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში“.

9. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში“.

10. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში“.

11. მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში“.

12. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში“.

13. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში“.

14. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                       გ.მალანია