„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250111, 25/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016021
  • Word
2
18/01/2011
ვებგვერდი, 250111, 25/01/2011
010260020.35.151.016021
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 18 იანვარი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის 42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის 42 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.

2. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება“.

3. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს (ტექსტში შემდგომ ტერიტორიული ორგანო) რწმუნებული უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“.

4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მე-5 პუნქტი:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო და გველეთი).

ბ) სნოს ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი, ართხმო).

გ) სიონის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი);

დ) გორისციხის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი, ყანობი).

ე) კობის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია სოფლები: კობი, უხათი, აბანო, ალმასიანი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა, კართსოფელი).

ვ) გუდაურის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე).

5. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე“.

6. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში.“.

7. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში“.

8. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში“.

9. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში“.

10. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში“.

11. მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში“.

12. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში“.

13. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროშ“.

14. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                       გ.მალანია