დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 14/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 280111, 28/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.123.016024 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №72
2011 წლის 14 იანვარი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის I პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილების №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება/, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის აპარატი; არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური; სამხედრო საქალაქო სამსახური; საფინანსო საქალაქო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახური; ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახური;“.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №230 დადგენილება.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილება.
მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კონტროლის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №23 დადგენილება.
მუხლი 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოსთან ურთიერთობისა და პროტოკოლის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 21 ივლისის №26 დადგენილება.
მუხლი 6 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები