დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის № 102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 200111, 20/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.027.016087 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16
2011 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის №102 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2009, №65, მუხ. 727) დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებისა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის პროცედურას და ვადებს.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები