დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 210111, 21/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016028 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება № 44
2011 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის № 38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის № 38 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2007წ ., № 11, მუხ . 116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
1. მე -4 მუხლის :
ა ) პირველი პუნქტის ,,დ ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;
ბ ) მე -5 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;
გ ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია გენერალური ინსპექციის უფროსსა და მოადგილეს, აგრეთვე , ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ სამმართველოებს.’’ .
2. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გენერალური ინსპექციის , გარდა საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილებისა , მოსამსახურე:
ა) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
ბ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
გ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
დ) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ე) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ;
ვ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფაზე.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები