სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.016180
  • Word
20
13/01/2011
ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
340170000.10.003.016180
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 20

2011 წლის 13 იანვარი

. თბილისი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს სოფლის მხარდაჭერის თანდარ­თული პროგრამა.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგ­რამა) შემუშავებულია „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მო­თხოვნათა შესაბამისად.

2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „ად­გი­ლობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგა­ნული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პრინციპები და ნორმები.

    მუხლი 2. პროგრამის ძირითადი მიზნები

პროგრამის ძირითადი მიზნებია:

ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფ­ლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროე­ბათა და­სა­ფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშა­ო­ების განხორციელება და სხვ.);

ბ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა;

გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება;

დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამა­ღ­ლება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილებათა ეფე­ქ­ტიანად განხორციელება.

    მუხლი 3. პროგრამის დაფინანსების წყაროები

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექ­ტები შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახსრებით.

 მუხლი 4. პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა

 1. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტიდან გამოიყოფა 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარი, რო­მე­ლიც ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი;

ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი;

გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი;

დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი;

ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული გაანგარიშების შემდეგ პროგრამით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა სოფლებისათვის ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებ­ლები გაიანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და 8,040115 კოეფიციენტის ნამრავლით.

    მუხლი 5. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა

1. თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრა ხდება შესაბამის სოფლის მოსახლეობასთან მხოლოდ წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

2. წინასწარი კონსულტაციის გამართვას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორ­გა­ნოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული), რომელიც საჭიროების შემთხვევაში ატარებს მო­სახლეობის გამოკითხვას, ორგანიზებას უწევს სოფლის კრე­ბის მოწვევასა და გამართვას, აწყობს საჯარო განხილ­ვებს და მოსახლეობასთან ათანხმებს პროგრამით სოფლი­სათ­ვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას.

3. პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამო­ყე­ნების მიზნობრიობის განსაზღვრის კრიტერიუმებია:

ა) განსახორციელებელი პროგრამით (პროგრამებით) სა­რ­გებ­ლობის საშუალება უნდა ჰქონდეს სოფლის მოსახ­ლე­ობის უმრავლესობას;

ბ) შესყიდულ სამუშაოს (საქონელს, მომსახურებას) უნდა გააჩნდეს ხანგრძლივი გამოყენების დანიშნულება და არ უნდა იყოს მიმართული ერთჯერადი, მოკლევადიანი მოხმარები­სათ­ვის;

გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა და­საქმდეს შესაბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათ­ვალისწინებულ შემთხვევაში – სოფლების) მოსახლეობა.

4. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, წყალსადენის სათავო ნაგებობის ან სარწყავი სისტემის გაწმენდა-რეაბი­ლიტაცია, რომელიც რამდენიმე სოფელს ემსახურება) გადასა­წყვეტად.

5. მოსახლეობასთან შეთანხმებულ წინადადებებს რწმუ­ნებული წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას.

    მუხლი 6. პროგრამით გათვალისწინებული თანხის

 ათვისების პროცედურა

1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის განკარგვა ხო­რ­ციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების სა­ფუძ­ველზე.

2. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქარ­თველოს მთავრობის სხდომაზე საკითხს განსახილველად წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მიეთი­თება თანხის რაოდენობა და თვითმმართველი ერთეულის დასახე­ლება, რომლის ადგილობრივ ბიუჯეტშიც ირიცხება პროგრამით გათვალისწინებული თანხა.

4. თანხის მიზნობრივად გამოყენებისა და შესაბამისი სა­ხელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად განხორციელე­ბი­სათვის პასუხისმგებელია თანხის მიმღები – მუნიციპალიტეტის გამგეობა.