დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონისგანვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისადა დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/01/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 200111, 20/01/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.016183 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №19
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად „ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №340 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1) და დებულება (დანართი №2).“.
3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა
ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვაჟა ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
ქეთევან ბოჭორიშვილი – სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი
ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ზურაბ მესხი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი
მაია სიდამონიძე – სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული „ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულების“ (დანართი №2):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულება“;
ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
მუხლი 2.
კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“;
გ) მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადგენს ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადას;
ბ) განიხილავს ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კომპანიის დაარსების შესახებ სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელებისა და ფუნქციონირებისათვის, სათანადო ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რის შესახებაც შუამდგომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, შუამდგომლობს თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოსთან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვაზე „ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით;“;
დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8.
ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელების მსურველი ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილ ინფორმაციას წინასწარ შეისწავლის კომისიის მდივანი და წარუდგენს კომისიის ყველა წევრს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები