„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016178
  • Word
17
13/01/2011
ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
010240030.10.003.016178
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 17

2011 წლის 13 იანვარი

. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მა­ისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ­ლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლ­ება და დებულების 41 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„8. ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დე­პარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროფესიული განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და ანგარიშგება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერ­თე­ულების მიერ პროფესიული განათლების განვითარების სფე­რო­ში მიმდინარე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სა­ხელ­მწიფო კონტროლის განხორციელების, დაფუძნების, რეორგა­ნი­ზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს ჩამოყალი­ბებ­ა­ში მონაწილეობა;

ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სის­ტე­მ­ის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ვ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექ­მნაში მონაწილეობა;

ზ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერ­თა­შო­რისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომ­ლო­ბ­ის კოორდინაცია;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი და პრო­ფესიული განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რე­გი­ონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია;

ი) ეროვნულ უმცირესობათა ენების დაცვის სახელმწიფო პო­ლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. სას­კო­ლო ინიციატივებთან და­კავშირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგ­რა­ციაზე ორიენტი­რე­ბუ­ლი და საერთაშორისო პროგრამების შე­მუ­შავება, განხორ­ცი­ე­ლ­ება;

ლ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სა­ხელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფისათვის შესაბა­მი­სი პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება;

მ) ამ პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წი­ნებ­უ­ლი პროგრამების ფარგლებში, ღია კონკურსის საფუძველზე, პრო­­ექტების დაფინანსება და პროექტების განხორციელებაზე კონ­­ტ­როლის დაწესება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური