დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პროგრამა "ცოდნის კარის" ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 200111, 20/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.016173 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №23, მუხ. 323) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით – პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებები მიმართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები