მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/2
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 210111, 21/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.159.016020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1/2
14/01/2011
ვებგვერდი, 210111, 21/01/2011
010250040.35.159.016020
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/01/2011 - 03/02/2011)

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1/2

2011 წლის 14 იანვარი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 ივნისის 9/9 დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან.

3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე              ი. ქერიმოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის

მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

2. სამსახური წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის კომპენტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია თავისი კომპენტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შერჩევით შემოწმებას მეთოდური დახმარების და მითითებების გაცემის მიზნით „ტექნიკური საფრთხის კონტროლის ესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, აქვს ბეჭედი თვითმმართველი ერთეულის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.

სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

6. სამსახურის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.

7. სამსახური ანგარიშვალდებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამშენებლო საქმიანობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედვად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებრთვა;

ბ) ზედამხედველობა მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;

გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე;

დ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება;

ე) გარე რეკლამის განთავსების, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა კიოსკების და ჭების, მარნეულის საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;

ზ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;

ი) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი და ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;   

კ) ბუნებრივი რესურსების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი და კონტროლი;

ლ) ბუნებისდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;

მ) კონტროლი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გაცემულ ნებართვებში მითითებული პირობების შესრულებაზე;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წყლის, ატმოსფერული ჰაერის და მიწების დაცვის მოთხოვნების შესრულებაზე, ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა ჩაშვება-გაფრქვევის გამწმენდი ნივთიერებების, დანადგარებისა და აპარატურის სათანადო ექსპლუატაციის მონიტორინგი და კონტროლი;

ო) განახორციელოს კონტროლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონალური წყაროების, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევბისა და წყლის გამოყენების აღრიცხვის ინფორმაციის წარმომადგენლის შესახებ და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მავნე ნვთიერებათა ინვენტარიზაციის შესახებ;

პ) სამშენებლო ობიექტზე პროექტების დროს გარემოსდაცვითი პირობების გაცემა;

ჟ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მოწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურებისა და ავარიებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება;

რ) დადგენილი წესით მოსაკრებელს დაქვემდებარებული ობიექტების (გარდა სათამაშო ბიზნესისა) სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლის უზრუნველყოფა.

    მუხლი 3. სამსახურის უფლებები და მოვალეობები

1. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, სამსახური უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;

 

გ) მშენებლობის მონაწილეობაზე მითითებები გასცეს როგორც სამშენებლო ნორმების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;

დ) დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა, ან უნებართვო დემონტაჟი. შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:

დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;

დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;

დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;

ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა ,ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;

ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:

ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე მითითების შეუსრულებლობა;

ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;

ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;

ზ) სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობაზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე;

ზ.ა) სახლმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა;

ზ.ბ) მიწათსარგებლობის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათსარგებლობისათვის გადაცემა;

ზ.გ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა;

ზ.დ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;

ზ.ე) დასუფთავების წესების დარღვევა;

ზ.ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;

ზ.ზ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება;

ზ.თ) თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა;

ზ.ი) თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;

ზ.კ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;

ზ.ლ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა;

ზ.მ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება);

ზ.ნ) უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების და სტელაჟების სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების და ფინიშების უკანონო განთავსება;

თ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოში;

  ი) საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი კონსულტაციისათვის მოიწვიოს უწყებისა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;

კ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 4. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

2. ზედამხედველობის სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა დადგენილი წესით დამ­ტკიცებული ფუნქციური განაწილების შესაბამისად.

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც საჯარო სამსახურის შესახებ” საქარველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობდან ათავისუფლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია  ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) შეიმუშავებს სამსახურის დებულებას და წარუდგენს გამგებელს, საკრებულოზე დასამტკიცებლად;

გ) შეიმუშავებს საშტატო ნუსხას და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;

ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურულ ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს წარუდგენს სტრუქტურულ ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

თ) მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქურული ერთეულის მიერ შესრულებული სამუშაოთა შესახებ;

ი) გამგეობის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.