დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის N63 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 170111, 17/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016080 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №8
2011 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის N63 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება „კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის №140 ბრძანების შესაბამისად.“.
2. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები:
„ზ1) მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებლისაგან მიიღოს ახსნა-განმარტება და მოთხოვნილი მასალები;
ზ2) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე და წარუდგინოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“.
3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ქვეპუნქტი:
„ე) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, დასაბუთებული დასკვნის მომზადებას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები