დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასრულებულ სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის N220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 170111, 17/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010020.22.027.016086 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №15
2011 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„დასრულებულ სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბასმისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „დასრულებულ სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1759) დამტკიცებულ დასრულებულ სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას, (მათ შორის, ელექტრონული წესით) დაცვას, მოწესრიგებას, გამოყენებასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მუდმივად შენახვისათვის გადაცემას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციაში (სამსახური) მოქმედი არქივი (შემდგომში – არქივი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
დასრულებული სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული, არქივში დაცული დოკუმენტაციის გამოთხოვა აღსრულების განახლების ან/და სხვა საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 3 თვისა კერძო აღმასრულებელი წერილობით მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს – ადმინისტრაციას (სამსახური) და არქივში გადასაცემად წარუდგენს მის მიერ დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (სახელობითი ჩამონათვალისა და გვერდების რაოდენობის მითითებით), რაზეც დგება დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები