„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის N234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის N234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 040230000.22.027.016085
  • Word
14
17/01/2011
ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
040230000.22.027.016085
„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის N234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 14

2011 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დატკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დატკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 28 დეკემბრის №234 ბრძანებით (სსმ III, 2009წ.,  №158, მუხ.1907) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოვალეთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.;

ბ)  პირველი  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შენაარსის 11 პუნქტი:

,,11. იმ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით.’’.

2. მე-3 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით,  ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ. ეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლების მიერ („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი (აღმასრულებელის) შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან შეთანხმებით). კერძო აღმასრულებლები მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე უშუალოდ ახორციელებენ მოვალის მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას და რეესტრიდან პირის ამორიცხვას.;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. რეესტრში არასწორი მონაცემების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია ასეთი მონაცემების მარეგისტრირებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი. კერძო აღმასრულებლის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე პასუხისმგებელია კერძო აღმასრულებელი. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ან უკვე რეგისტრირებული მონაცემები ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმებას.’’;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობისას, რეესტრიდან პირის ამორიცხვის  შესახებ თანხმობის მისაღებად, ვალდებულია იმავე სამუშაო დღეს მიმართოს შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსს, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი (აღმასრულებელი) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს.’’.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების  რეგისტრაციის ან რეესტრიდან პირის ამორიცხვის საფუძველი; მონაცემების მარეგისტრირებელი პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელი, მისი რეკვიზიტები; კერძო აღმასრულებელი, მისი რეკვიზიტები;“.

4. მე-5 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ცნობისა და ამონაწერის მიღებით დაინტერესებული პირებისათვის, საამისოდ უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე ამონაწერების და შესაბამისი ცნობების გაცემას განცხადების წარდგენიდან  არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.;

ბ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. რეესტრიდან ამონაწერის ან შესაბამისი ცნობის მიღების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებში – სააღსრულებო ბიუროებში ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით (www.nbe.gov.ge).“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი