„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის N140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის N140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.016084
  • Word
13
17/01/2011
ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
070030000.22.027.016084
„კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის N140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 13

2011 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის 140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 21 ივლისის 140 ბრძანებით (სსმ III, 22.07.2009, №90, მუხ. 950) დამტკიცებულ კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგისა და კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგი და მისი განმახორციელებელი ორგანო

1.  ამ წესის შესაბამისად კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს პირთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შემდგომში გენერალური ინსპექცია).

2. მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და ინფორმაციის შესწავლა-გადამოწმების მიზნით, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია  გენერალური ინსპექციის მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შესაბამისი ახსნა-განმარტებისათვის და წარადგინოს მოთხოვნილი მასალები. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა (დროულად შეუსრულებლობა), თუ ეს წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, შეიძლება გახდეს კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო საქმიანოის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი.“.

 2. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გენერალური ინსპექცია წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად განცხადების, საჩივრის, შეტყობინების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი გზით ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს დასაბუთებულ დასკვნას კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში გენერალური ინსპექციის უფროსი უფლებმოსილია განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის განხილვის ვადა გააგრძელოს სამ თვემდე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი  სტრუქტურული ერთეული კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საკითხს, დადასტურებულად თვლის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას და იღებს გადაწყვეტილებას კერძო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო წარმოების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, ან დადასტურებულად არ მიიჩნევს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“  საქართველოს კანონის 1414 მუხლის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობას, რის თაობაზეგამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი