„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის N220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის N220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016079
  • Word
9
17/01/2011
ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
040030000.22.027.016079
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის N220 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 9

2011 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების ა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბასმისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში (სსმ III, 2008წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის :

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და სააღსრულებო ბიუროების მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების ორგანიზებას;“ ;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) სამსახურებრივი და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებული დავების, აგრეთვე აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე საჩივრების განხილვას; ;

გ)მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს მოადგილეებს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს და სააღსრულებო ბიუროს უფროსებს;

) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების, მათ შორის, ფინანსური საქმიანობის განხორციელების, დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, წარმომადგენლობის, თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების, კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს სახსრებ ს და ქონებ განკარგვის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადების, 84-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების მფლობელისათვის ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადის გაზრდის უფლებამოსილების დელეგირება თავმჯდომარის მოადგილეებზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების სააღსრულებო ბიუროების ხელმძღვანელებზე;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ) ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, მისი ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების ბეჭდების, შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს, კოდურ აღნიშვნებს და სამსახურებრივი მოწმობის ნიმუშებს;“;

გ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფ) იხილავს სამსახურებრივ და აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებულ დავებს, აგრეთვე საჩივრებს აღმასრულებლის მოქმედების თაობაზე;“;

ე) „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) „შ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) უშუალოდ კურირებს აღსრულების პოლიციის სამმართველოს, შიდა ინსპექტირების სამსახურის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების სამსახურის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისა და შესყიდვების სამსახურის საქმიანობას;’’;

ზ) „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ძ) თვალყურს ადევნებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია გააუქმოს (ბათილად ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) მათი გადაწყვეტილებები;

წ) აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი აქტების სრულყოფის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებას და მინისტრისათვის წარდგენას;“;

თ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1-ჯ7“ ქვეპუნქტები:

1) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს;

 2) უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება;

3) უფლებამოსილია აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული მოქმედება;

4) წყვეტს ამ მუხლის „ჯ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს;

5) უფლებამოსილია განახორციელოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადება;

6) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უძრავი ქონების მფლობელს გაუზარდოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა;

7) უფლებამოსილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება და თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით;“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ადმინისტრაცია (სამსახური), რომელშიც შედის შემდეგი განყოფილებები:

 ა.ა) სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილება;

 ა. ) საქმისწარმოების განყოფილება;

 ა. ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;“;

გ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ და ,,ე2“ ქვეპუნქტები:

,,1 ) ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური;

2 ) შესყიდვების სამსახური;’’;

დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური;“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სისტემის თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზს, სისტემის საფინანსო საქმიანობის კონტროლს და ამ მიზნით შესაბამის სამსახურებრივ შემოწმებას;“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქმის წარმოებშეწყვეტას;“;

გ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) აღმასრულებლის მოქმედებასთან დაკავშირებული საჩივრების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;“;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვასა და ორგანიზებას;

 ბ) გამოყოფილი სახსრების რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების წარმოდგენას;

 გ) ბალანსის მომზადებას;

 დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვის პროექტის შემუშავებას;

 ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა სწავლებისა და გადამზადების დაფინანსებას;

 ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ფულადი სახსრებისა და საფინანსო ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას , ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

გ) აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;

დ) ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;

ე) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას;

ვ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;

ზ) სასაწყობო მეურნეობის წარმართვას;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას , ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.

72. შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავებას და ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის ფორმის განსაზღვრას;

გ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, მიმწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას.“;

ზ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-10 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესისა და თანამშრომლის სახელმძღვანელოს შემუშავებას და თანამშრომლებისათვის გაცნობას;“;

ი) მე-10 პუნქტის „ნ“„რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებისა და სხვა საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტების მომზადებას, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისა და სხვა უფლებამოსილ პირთა მიერ გამოცემული ბრძანებების რეგისტრაციას;

ო) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომელთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;

პ) აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ჟ) დოკუმენტაციის მომზადებას აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

რ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;“;

კ) მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) დაყადაღებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში მონაწილეობის მიღება;”;

ლ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეთა იძულებით აღსრულებას;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.“.

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;“.

7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნული ბიუროს.“.

8. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი