დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 270111, 27/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.163.016031 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/01/2011 - 31/03/2011)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 11 იანვარი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ოდენობა განისაზღვროს მისი საბაზისო და ტერიტორიული კოეფიციენტის ნამრავლით – C x I t l,
სადაც: ა) C= 0,24 ლარს;
ბ) I t l – ცენტრალური ზონისთვის დადგინდეს 1.3;
შუალედური ზონისთვის დადგინდეს 1;
პერიფერიული ზონისთვის დადგინდეს 0.7;
2. დადგინდეს ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ზონირების მიხედვით:
ა) ცენტრალურ ზონაში 0,312 ლარი;
ბ) შუალედურ ზონაში 0,24 ლარი;
გ) პერიფერიულ ზონაში 0,168 ლარი;
დ) თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დანარჩენ ტერიტორიაზე 0.168 ლარი.
3. დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ნოემბრის №99 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილე ზ. ბუცხრიკიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები