თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

  • Word
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.163.016030
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1
11/01/2011
ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
370070000.35.163.016030
თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/01/2011 - 30/01/2012)

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №1

2011ლის 11 იანვარი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების ნორმატიული ფასის და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ქ. თელავის ტერიტორიის ზონირება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ქ.თელავის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №3-ის შესაბამისად.

4. დადგინდეს თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.მ-ზე დანართი №4-ის შესაბამისად.

5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის 2 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

7. დადგენილებაზე საჩივრის (სარჩელის) წარდგენა დასაშვებია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილე ზ. ბუცხრიკიძე

 

დანართი 1

 

. თელავის ზონების აღწერა

 

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

 

ცენტრალური ზონა

 

 ცენტრალური ზონა შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითეულ მხარეს): თამარის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან მელითაურის ქუჩამდე. მელითაურის ქუჩა. თეთრიანის ქუჩა ლეონიძის ქუჩა თეთრიანის ქუჩიდან ბიბერახის ქუჩამდე. ბიბერახის ქუჩა. მარჯანიშვილის ქუჩა; კახი ასათიანის ქუჩა მარჯანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე. გურამიშვილის ქუჩა. ალადაშვილის ქუჩა გურამიშვილის ქუჩიდან დოდაშვილის ქუჩამდე. დოდაშვილის ქუჩა ალადაშვილის ქუჩიდან ქუჩიშვილის ქუჩამდე. ქუჩიშვილის ქუჩა. ელენე ახვლედიანის ქუჩა ქუჩიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე. ოძელაშვილის ქუჩა. გივი ჩოხელის ქუჩა ოძელაშვილის ქუჩიდან სააკაძის მოედნამდე; სააკაძის მოედანი; ერეკლე II-ის გამზირის და მერაბ კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი; ბახტრიონის ქუჩა მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. ბარათაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა ბარათაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე; ჩოლოყაშვილის ქუჩა კოსტავას ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ვარდოშვილის ქუჩამდე; ვარდოშვილის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა ვარდოშვილის ქუჩიდან ლესელიძის შესახვევამდე; ლესელიძის შესახვევი; ლესელიძის ქუჩა ლესელიძის შესახვევიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე; ილია ჭავჭავაძის გამზირი ლესელიძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი; დავით აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის გამზირიდან ბათუმის ქუჩამდე. ილია ჭავჭავაძის გამზირი ჩოლოყაშვილის ქუჩიდან არჩილ II-ის ქუჩამდე.

1,3

 

შუალედური ზონა

შემოისაზღვრება შემდეგი ქუჩებით (თითეულ მხარეს): დავითაშვილის ქუჩა. თამარის ქუჩა დავითაშვილის ქუჩიდან . ლეონიძის ქუჩამდე. ლეონიძის ქუჩა თამარის ქუჩიდან თეთრიანის ქუჩამდე. ლეონიძის ქუჩის და თელავი-შალაურის დამაკავშირებელ გზას შორის არსებული ქუჩა (უსახელო); თელავის და შალაურის დამაკავშირებელი გზა ქართული უნივერსიტეტის ქუჩამდე; ქართული უნივერსიტეტის ქუჩა თელავის და შალაურის დამაკავშირებელი გზიდან ნინოშვილის ქუჩამდე; ნინოშვილის ქუჩა ქართული უნივერსიტეტის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე. გოგებაშვილის ქუჩა ნინოშვილის ქუჩიდან ორაგუბის ქუჩამდე. ორაგუბის ქუჩა გოგებაშვილის ქუჩიდან ჩოლოყაშვილის ქუჩამდე. თურდოსპირელის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა თურდოსპირელის ქუჩიდან მაწანწრის ხევამდე; მაწანწრის ხევი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან მოსულიშვილის ქუჩამდე; მოსულიშვილის ქუჩიდან კავკასიონის 37-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე არსებული მონაკვეთი; კავკასიონის ქუჩა 37-ში მდებარე სახლიდან სეხნიაშვილის ქუჩამდე; სეხნიაშვილის ქუჩა; კიკვიძის ქუჩა ალაზნის გამზირიდან ლესელიძის ქუჩამდე; ლესელიძის ქუჩა კიკვიძის ქუჩიდან ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩამდე; ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩა ლესელიძის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე; დავით აღმაშენებლის ქუჩა ალექსანდრე სულხანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირამდე; რუსთაველის გამზირი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დავითაშვილის ქუჩამდე; თბილისის გზატკეცილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა ბათუმის ქუჩიდან ვარდისუბნის ხევამდე. ილია ჭავჭავაძის გამზირი არჩილ II-ის ქუჩიდან სოფ. ვარდისუბნამდე;

1

 

პერიფერიული ზონა

ამ ზონას მიეკუთვნება ქალაქის დანარჩენი ტერიტორია ადმინისტრაციულ საზღვრებამდე.

0,7

 

დანართი2

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 მუხლი 1

ქ. თელავში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK  სადაც:

1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. IMG არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.

მუხლი 2

1. პირველი პუნქტის მიხედვით . თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,53

 

1,3

0,24

400

66,144

შუალედური ზონა

0,53

1

0,24

120

15,264

პერიფერიული ზონა

0,53

0,7

0,24

100

 

8,9

2. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია . თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,632 ლარს.

3. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია . თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,816 ლარს.

4. თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის 554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია . თელავის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7,632 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.

 

 

 

 

დანართი №4

თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური საიჯარო ქირა 1 კვ.-ზე

მუხლი 1

. თელავში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრ მიწაზე საიჯარო ქირა დიფერენცირებულია . თელავის ზონირების საფუძველზე, შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK სადაც:

1.CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა;

2. IMG არის . თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-;

) შუალედური ზონისათვის – 1-;

) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-;

4.C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

5. K – არის მიწის საიჯარო ქირის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი ნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.

მუხლი 2

1. პირველი პუნქტის მიხედვით თელავის მუნიციპალიტეტისათვის საიჯარო ქირა 1 კვ.მეტრზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,53

 

1,3

0,24

10

1.654

შუალედური ზონა

 

0,53

1

0,24

5

0.636

პერიფერიული ზონა

 

0,53

0,7

0,24

2

 

0.178