,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს №646 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს №646 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016047
  • Word
5/ნ
12/01/2011
ვებგვერდი, 180111, 18/01/2011
040030000.22.022.016047
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს №646 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 5/ნ

2011 წლის 12 იანვარი

 ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს №646 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს №646 ბრძანებით (სსმ III, 20.08.2007წ., №117, მუხ. 1285) დამტკიცებულ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო  პროგრამებს,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს’’;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უნივერსიტეტს გააჩნია იურიდიული პირის სტატუსი. აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა’’.

2. პირველ მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში, აგრეთვე,  აფხაზური.’’.

3.მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა)  ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მედიცინის და ფარმაციის სფეროში ეროვნული და მსოფლიო ღირებულების დამკვიდრების ხელშეწყობა;’’;

ა.ბ) ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;’’;

ა.გ) ,,ვ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა)  საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელება;’’

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების და მათი რეალიზების მექანიზმების  ჩამოყალიბებას;’’.

გ.ბ) ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესების ჰარმონიზებას,  ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას და სრულუფლებიან მონაწილეობას;’’;

გ.გ) ,,ზ’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-4 პუნქტის:

დ.ა) ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;’’;

დ.ბ.  ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;’’.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა

 1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან –ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება უნივერსიტეტის სტრუქტურით. სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირდება ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.

3. უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო დეპარტამენტები, მიმართულებები,   სასწავლო ცენტრები.’’

5. მე-5 მუხლის: 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;

გ) რექტორი;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) ;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.’’;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და კომისიის წევრებისაგან.’’.

 

6. მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,(ადმინისტრაციის ხელმძღვანელი)’’.

7. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში’’.

8. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ  სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.’’ ;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,3. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის  4-4 წარმომადგენელი.’’;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.’’

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი განახლდება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ვინაობა, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ხმების ნაკლები რაოდენობა, გამოვლინდება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე და მათი როტაცია განხორციელდება არჩევიდან ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.’’.

9. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,გ1’’ ქვეპუნქტი:

,,გ1) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება’’. 

10. მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ,,(ადმინისტრაციის ხელმძღვანელის)’’ .

11. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ’’  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;’’

) პირველი პუნქტის ,,’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;’’;

გ)  პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;“;

დ) პირველი პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს.’’.

12. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს:

 ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1’’ ქვეპუნქტი:

,,,ი1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით.’’;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1’’ ქვეპუნქტი:

,,ნ1) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს ამ წესდების 25-ე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.’’;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს1’’ და ,,ს2’’ ქვეპუნქტები:

,,ს1) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს;

2) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დებულებას სტიპენდიის შესახებ’’.

13.  მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  11, 12, 13, 14 პუნქტები:

,,11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

12. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

13. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

14. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.’’.

14. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს’’ და ,,ტ’’ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

15. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. აკადემიური საბჭოს  მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.’’.

16. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8, მე-9, მე-10  და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. აკადემიური საბჭოს სხდომები, შეიძლება იყოს დახურული.

 9. აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგს  მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

 10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.

 11. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.’’.

17. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. ფაკულტეტებს ეძლევათ უფლება საკუთარი კვოტის ფარგლებში აირჩიონ საზოგადოების წარმომადგენელი”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ არანაკლებ 1/3-ს.”;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს საარჩევნო კომისიაში, შინაგანაწესით დადგენილი წესით.”

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. წარმომადგენლობით საბჭოში შეიძლება შევიდეს პირი, რომელსაც უნივერსიტეტმა მიანიჭა კვალიფიკაცია ან/და საზოგადოების წარმომადგენელი. ამ პირთა არჩევა (კვოტის შესაბამისად) წარმომადგენლობით საბჭოში რეგულირდება შინაგანაწესით.’’.

18. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს’’.

19. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი”;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.’’;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.   იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.’’;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივის უფლება აქვთ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-.’’;

) მე-10  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან.”;

ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12.  წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები, შეიძლება იყოს დახურული’’;

) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.”.

20. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 პუნქტი:

,,21. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.’’;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ წესდებით დადგენილი წესით, სამსახურში მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი; დამხმარე და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული პერსონალის სამსახურში მიღება და გათავისუფლება ხდება კანცლერის წარდგინებით’’;

გ) მე-4 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მოიწვიოს და უხელმძღვანელოს აკადემიურ საბჭოს;’’

დ)  მე-4 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;’’

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.  რექტორის უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეწყდეს ამ წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-8 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას. სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან არჩეული რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება წინამდებარე წესდების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-8 მუხლის 11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, გარდა აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი გარემოებისა. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.’’;

ვ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. რექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი ვიცე-რექტორი), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.’’.

21. მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიკანცლერი”.

22. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:

) ,,’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს ან რექტორის ცალკეული დავალებების შესაბამისად წარმოადგენს რეკომენდაციებს ან დასკვნებს უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი ცალკეული საფინანსო-ეკონომიკური ღონისძიების მიზანშეწონილობის თაობაზე’’;

) ,,’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას, ასევე, კვალიფიკაციის მიხედვით საკადრო რესურსის შექმნას და გადამზადებასმოთხოვნისამებრ, რექტორს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს დასანიშნი პირის შესახებ;

)  ,,’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) ,,’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიური და შემოქმედებითი საქმიანობა;’’.

23. მე-17 მუხლის:

ა) პირველი,  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იქმნება უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით.

2. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს სრული პროფესორი. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა..) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.’’.

24. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საფეხურის საგანმანათლებო პროგრამებით სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.’’; 

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე სწავლა შეიძლება განხორციელდეს ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და პროფესიული სასწავლო დეპარტამენტი/დეპარტამენტები, რომლებიც განახორციელებენ აკადემიური უმაღლესი განათლების და პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.’’.

25. მე-19 მუხლის:

ა) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.  თუ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა 50 წევრს აღემატება, ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, ფაკულტეტის დეპარტამენტების (მიმართულებების) მიხედვით, დეპარტამენტების (მიმართულების) თითო წარმომადგენელი, შინაგანაწესით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი რეგულირდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით.’’

26. მე-20 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) დეკანის წარდგინებით, შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;’’.

27. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1’’ და ,,ვ2’’  ქვეპუნქტები:

,,ვ1) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართელოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით, განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

2) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შესრულებას აკისრებს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ ან ასოცირებულ პროფესორს.“.

28. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესით, ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.’’;

ბ) მე-3 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;’’;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის გამოიყენება აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი საფუძვლები.

5. დეკანის უფლებამოსილების ვადით, დეკანის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას დეკანის სათათბირო ორგანო – დეკანატი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან: დეკანი, დეკანის მოადგილე/მოადგილეები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.’’.

29. 22- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.’’;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.”;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.’’.

30. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,31’’ პუნქტი:

,,31.  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.’’.

31. 23-ე მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო  შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.’’; 

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები დგინდება ფაკულტეტის შესაბამისი დებულებით.’’.

32. 25-ე მუხლის:

ა) პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან: სრული პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორებისაგან.”;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.”;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.”;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება დადგენილი წესით ახლადარჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდა კანონით დადგენილი სხვა გარემოებების გამო.’’;

ე) მე-10 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. უნივერსიტეტის 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ამ წესდების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ან აგრძელებენ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნას. ამ პირებს ემერიტუსის წოდება მიენიჭებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ რექტორის თანხმობით.’’

33.  26-ე მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ’’;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.’’.

34. 28-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, კანცლერი, ფაკულტეტის დეკანი, მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.’’.

35. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.’’.

 

36. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11’პუნქტი:

,,11. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.’’

37. 31-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი  31. უნივერსიტეტში განათლების საფეხურები’’

38. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტი ახორციელებს აკადემიურ, პროფესიულ საგანმანათლებლო, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/რეზიდენტურის და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებს. მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე განათლების მიღება ხდება ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის განათლების შემდგომი საფეხურია დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/რეზიდენტურა და დოქტორანტურა. ფარმაციის, სტომატოლოგიისფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე უმაღლესი განათლების საფეხურებია ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.’’. 

39. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) შინაგანაწესით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკით მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;’’;

ბ) ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ)  ისარგებლოს მობილობის უფლებით უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების  ერთი წლის შემდეგ, სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაწესებულება ლიკვიდირებული იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა აკრედიტაცია, ან დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება.“;

გ) ,,ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) დადგენილი წესით მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები უნივერსიტეტის შესაბამისი სახსრებიდან’’;

დ)  ,,კ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა’’;

ე)  ,,ლ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო  პროგრამის შემუშავებაში;’’;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით’’;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

,,) აკადემიური შვებულება, რომელიც შეიძლება მიეცეს არა უმეტეს ხუთი  წლის ვადით:

.) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების არსებობისას;

.) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

) სწავლის საფასურის გადაუხდელობა;

) სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის 35%-ზე მეტის გაცდენა

) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.’’;

) მე-11 პუნქტის ,,’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვევად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.’’;

ი) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. უნივერსიტეტის შინაგანაწესით შეიძლება მოწესრიგდეს: სტუდენტთა ჩარიცხვის ან სხვა ფაკულტეტზე გადაყვანის, ქცევისა და სწავლის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.’’.

40. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1’’ ქვეპუნქტი:  

,,თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.    სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.’’.

41. 33-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) წერილობითი გაფრთხილებისა და შესაბამისი თანხმობის გარეშე (თვითნებურად) არ მიატოვოს სწავლა უნივერსიტეტში;’’.

42. 34-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხის განხილვა საჯარო სხდომაზე.’’;

ბ)  მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სტუდენტს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინური ღონისძიებების დაკისრების თაობაზე გაასაჩივროს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში’’.

43. 35-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

44. 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უწყვეტი სამედიცინო განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, ექიმთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის პროგრამების განხორციელების, უნარ-ჩვევების, ცალკეული მოდულების, აკადემიური პერსონალის გადამზადების, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების, სამკურნალო-პროფილაქტიკური და ვალეოლოგიური საშუალებების სტანდარტიზაციისა და სხვა სახის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის უნივერსიტეტში იქმნება შესაბამისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები (ინსტიტუტი, ცენტრი და აკადემია), რომელთა დებულებას და საშტატო განრიგს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობის, სპორტის, ხელოვნების, უცხოური ენების და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის იქმნება შესაბამისი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებას აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.”.

45. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. უნივერსიტეტის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, უნივერსიტეტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მაკონტროლებლის თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებთა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5.უნივერსიტეტს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”

46. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. 2010 წლის 5 თებერვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვა/ამორიცხვა არ უკავშირდება სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას.’’

47. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.მუხლის მ

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი