დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის პროფესიული სასწავლებლის «სერვისის» რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის «სპექტრის» დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1080 ბრძანებაში დამატების შეტნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016045 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №3/ნ
2011 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის პროფესიული სასწავლებლის «სერვისის» რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის «სპექტრის» დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1080 ბრძანებაში დამატების შეტნის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის პროფესიული სასწავლებლის «სერვისის» რეორგანიზაციისა და მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სატრანსპორტო პროფესიული სასწავლებლის მიერთების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის «სპექტრის» დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 12 ნოემბრის №1080 ბრძანებით (სსმ III, 26.11.2007წ., №166, მუხ. 1821) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის «სპექტრის» წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1” ქვეპუნქტი:
„ა1) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვების პირობებისა და ვადების, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროფესიების ნუსხის, დაფინანსების პირობების, პროფესიების თავისებურებების და ამ პროფესიების შესაბამისად პირის შემდგომი დასაქმების პერსპექტივის შესახებ ინფორმაციული მომსახურების გაწევას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები