ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 260111, 26/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016038
  • Word
16
11/01/2011
ვებგვერდი, 260111, 26/01/2011
200130000.35.114.016038
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის N206 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16 

2011 წლის 11 იანვარი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის  №206 დადგენილებაში - „ჩოხატაურის   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“   ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29  აპრილის 206 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.დამტკიცდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის კატეგორიები მიწის ხარისხის შესაბამისად:

ა) კარგი ხარისხის: დაბა ჩოხატაური, გოგოლესუბანი, შუაგანახლება, განახლება, სამება, ვანი, ზომლეთი, ქვენობანი, ბუკნარი, ბასილეთი, ბუკისციხე, იანეული, გორაბერეჟოული, საჭამიასერის სოფლები.

ბ) მწირი ხარისხის: გუთური, ფარცხმა, შუაფარცხმა, ჩაისუბანი, ინტაბუეთი, ხიდისთავი, ჭაჭიეთი, ახალშენი, ქვემოერკეთი, ერკეთი, ზემოხეთი, დიდივანი, შუასურები, ზემოსურები, ხევი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ზოტი, დაბლაციხე, კოხნარი, ბურნათი, წიფნარის სოფლები“.

2. დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „საქართველოს“ ნაცვლად მიეთითოს სიტყვა „მუნიციპალიტეტის“.

3. დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტში სიტყვების „ამ ნაწილის“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „ამ პუნქტის“.

4. დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 პროცენტისა;

გ) ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს“.

5. დადგენილებიდან ამოღებულ იქნს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 დადგენილება            ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის  206 დადგენილებაში (შემდგომში დადგენილება) „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“.  

7. დადგენილება ძალაშია  არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თვამჯდომარე                                                                                       ა. ხუნდაძე