დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 260111, 26/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.114.016036 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/01/2011 - 30/12/2011)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 11 იანვარი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საკრებულომ დაადგინა:
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი 1) ;
ბ ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი 2) ;
გ ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი 3) ;
დ ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა (დანართი 4) ;
2) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების გაცემის დადგენილი წესი განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
3 ) დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
დანართი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წ ე ს ი
მუხლი 1.
ეს წესი , „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი თვითმ მართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად , განსაზღვრავს საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ამომრჩეველებთან შესახვედრად, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს.
მუხლი 2.
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 3.
1. ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ზღვრული ოდენობის მოცულობიდან შემდეგი პირობების დაცვით:
ა) საკრებულოს წევრს კომისიის სხდომეზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონ აწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
დანართი 2 -ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ;
ბ) დარჩენილი 100 (ასი) ლარი საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილებისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ანაზღაურება მოხდება დანართი 3 -ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ.
2. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე დასწრებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ცალკეული დავალებების შესრულების (ან შეუსრულებლობის) და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების მიხედვით ხელმოწერით ადასტურებს საკრებულოს წევრების (თანამდებობის პირთა ჩათვლით) ხარჯების ანაზღაურების ნუსხას თანახმად 4 დანართისა და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 4.
საკრებულოს თავმჯდომარე, წამოდგენილ უფლელებამოსილების განხორციელებისათვის ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი 4) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, რომელიც შემდგომ ახდენს ნუსხის მიხედვით ანაზღაურებას.
მუხლი 5.
1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს დებულების დარღვევისათვის 2 თვის განმავლობაში არ აუნაზღაურდება ცალკეულ დავალებათა შესრულებისათვის გაწეული ხარჯები.
2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე, იმ თვეში არ აუნაზღაურდება ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა.
3. საკრებულოს წევრმა საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე , წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეებს.
4. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
მუხლი 6.
ამ წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საერთო წესის საფუძველზე.
დანართი 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისია წარმოგიდგენთ კომისიის წევრების კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას:
(20–––––– წლის –––––––––––––––––– თვე)
| № |
კომისიის წევრის გვარი, სახელი
| სხდომებზე დასწრება | განსახილველ საკითხებში მონაწილეობა | გასაცემი თანხა | |||
| სხდომათა რაოდენობა | დასწრების რაოდენობა | საპატიო მიზეზით გაცდენის რაოდენობა | უნდა შეესწავლა საკითხი | შეისწავლა საკითხი | |||
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
კომისიის თავმჯდომარე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
( სახელი, გვარი, ხელმოწერა)
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი 3
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებზე
დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას.
(20––––––– წელი ––––––––––––––– თვე)
|
№ |
საკრებულოს წევრის სახელი და გვარი
|
სხდომებზე დასწრება | განსახილველ საკითხებში მონაწილეობა
| გასაცემი თანხა | |||
| სხდომათა რაოდენობა | დასწრების რაოდენობა | საპატიო მიზეზით გაცდენის რაოდენობა | უნდა შეესწავლა საკითხი | შეისწავლა საკითხი | |||
| 1 |
|
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
|
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: –––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
დანართი 4
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ვამტკიცებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
(20–––––––– წელი ––––––––––––––––– თვე)
| № | საკრებულოს წევრის გვარი, სახელი | მისაღები თანხის რაოდენობა |
ხელმოწერა | |||
|
| კომისიიდან | საკრებულოდან | სულ | |||
| 1 |
|
|
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
|
|
| 4 |
|
|
|
|
|
|
| 5 |
|
|
|
|
|
|
| 6 |
|
|
|
|
|
|
| 7 |
|
|
|
|
|
|
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები