დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 200111, 20/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.143.016033 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 14 იანვარი
ქ. ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ.თ“ ქვეპუნქტი:
„მ.თ) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:
,,ი) ზედამხედველობის სამსახური“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
,,10. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები